მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

როდესაც ეკონომიკური ზრდა არის მაღალი დაკრედიტებისას ზრდის ტემპიც არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს - ნათია თურნავა

news image

ძალიან ბევრ ქვეყანას ენატრება მსგავსი ძლიერი ზრდა, - ასე აფასებს სებ-ის პრეზიდენტი აპრილში ეკონომიკის 7,5%-იან ზრდას. ნათია თურნავას თქმით, 7.5%-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა.

ქვეყნის მთავარი ბანკირის განმარტებითვე, როდესაც ეკონომიკური ზრდა არის მაღალი დაკრედიტებისას ზრდის ტემპიც არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს.

„ჩვენ განებივრებულები ვართ ძალიან მაღალი თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ამიტომ 7,5%-ი შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს უფრო დაბალი. მერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას ენატრება მსგავსი ძლიერი ზრდა. 7.5 % არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა. ეკონომიკური ზედა არის ძალიან ძლიერი. ხდება ეკონომიკური ზრდის ნორმალიზება და შესაბამისად დაკრედიტების ნორმალიზებაც. როდესაც ეკონომიკური ზრდა არის მაღალი დაკრედიტებისას ზრდის ტემპიც არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს. ეს არ იქნება ჯანსაღი და არ იქნება მდგრადი. ამიტომ 15%-იან დაკრედიტების ზრდას, საკრედიტო პორტფელის ზრდას ჩვენ ვეძახით მდგრად ზრდას და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ განაპირობოს ეკონომიკური ზრდა და განაპირობოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავთ. პირიქით, ამას ვეძახით ნორმალიზებას და ეს არის ციკლური მოვლენა. 15%-ი და მეტი საკრედიტო პორტფელის ზრდა არის საკმაოდ ნორმალური იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სფერო არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს ერთი და იგივე მაღალი ტემპით.

„​რაც შეეხება დეველოპმენტს, ესეც ციკლური ასე ვთქვათ სფერო არის ანუ არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს ერთი და იგივე მაღალი ტემპით. გარკვეულწილად ხდება გაჯერება ხოლმე ბაზრის, ნორმალიზდება ეს ტემპი, მერე კვლავ იზრდება. თქვენ უნდა დააკვირდეთ კომპლექსში მათ შორის გაცემული ნებართვების რაოდენობას, რომელიც მზარდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი პროექტები არის ფაიფლაინში, ანუ განხილვაში, ახალი პროექტები გრძელდება. აქედან გამომდინარე ჩვენ რაიმე საყურადღებოს ამ კუთხით ვერ ვხედავთ, ვერც დაჩქარების და ვერც შენელების მიმართულებით. ეს არის საკმაოდ მდგრადი ვითარება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შევაფასოთ - ალექსანდრე ძნელაძე ჟურნალისტებს

30.05.2025.17:33

ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაკრედიტების ტემპის შენელებას ეხებოდა.. მისი თქმით, ანალიზის დეტალური გაკეთება რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კონკრეტული მაჩვენებლები იძლევა საშუალებას, რომ ვთქვათ გარკვეული თვეები უკვე შემცირებული არის, წინა წელთან შედარებით, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელსაც უფრო მეტად ველოდებოდით ნაკლებ აქტივობას, იქედან გამომდინარე, რომ 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო აქტივობის ტემპი და გარე ფაქტორების ეფექტის შემცირებასაც ველოდებოდით. არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძირითადი ფაქტორი ,მაგრამ ამასაც შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა კონკრეტულ თვეებზე. უფრო მეტად და უფრო კონკრეტულ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ნახევარი წლის შედეგები იქნება და ამაზე შევძლებთ უფრო მეტი ანალიზის გაკეთებას“, - აღნიშნა ძნელაძემ.

ძნელაძე ამბობს, რომ უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია.

„ჯერ-ჯერობით ადრე არის, რომ რაიმე ვთქვა ამ ნაწილთან მიმართებაში.არაერთხელ გვქონია ამაზე საუბარი, რომ ანალიტიკა ცოტა იგვიანებს ხოლმე. იმიტომ, რომ მონაცემებზე და იმ ტენდენციაზე უნდა იყოს აწყობილი რა მიმდინარეობაც აქვს. რა თქმა უნდა უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აქტივობის შემცირებაზე ანალიტიკოსები 2024 წლის დასაწყისში არაერთგზის საუბრობდნენ“, - აღნიშნა ძნელაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა