მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

რეზერვების დივერსიფიკაცია და ოქროს შეძენა სებ-ის მხრიდან საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იყო - ეკატერინე მიქაბაძე

news image

მიმდინარე წელი საქართველოს საერთაშორისო რეზერვების დინამიკით განსაკუთრებულად გამოირჩევა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მანვე მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებიც შეაჯამა და თქვა, რომ ხელსაყრელი სიტუაციების დროს სებ-ი ყოველთვის ახორციელებს სავალუტო რეზერვების შევსებას.

„რეკორდულ მაჩვენებელს, 5,8 მლრდ დოლარს მიაღწია რეზერვებმა და წლის დასაწყისიდან 1 მლრდ 8 მლნ-ის ოდენებით მოხდა შესყიდვა. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართულია სწორედ რეზერვების შევსებისკენ და როდესაც სავალუტო ბაზარი ამის საშუალებას იძლევა, როცა სიტუაციაა ხელსაყრელი, სებ-ი ყოველთვის ახორციელებს სავალუტო რეზერვების შევსებას. შემოდგომის თვეები იშვიათად გამოირჩევა ხოლმე ამ დინამიკით და ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა. 

რაც შეეხება ოქროს, საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის არის მიმართული რეზერვების შევსებისკენ. თუმცა რეზერვების ეფექტური მართვა არის მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ამ მხრივ როგორც მოგეხსენებათ დივერსიფიკაციის და რეზერვების, ინფლაციური მოვლენების დაცვის მიზნით შარშან განვახორციელეთ ოქროს შესყიდვა და იმის შემდგომ განვითარებულმა სიტუაციამ ნათლად აჩვენა, რომ ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იყო. ზოგადად დივერსიფიკაცია ყოველთვის მართებული გადაწყვეტილებაა. შესყიდვის მომენტიდან 461 მლნ დოლარით გაიზარდა ოქრის წილი ჩვენს რეზერვებში და დღეისათვის 16%-ს აჭარბებს. შესაბამისად ამ მხრივაც ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს. ეს სრულად არის განპირობებული ოქროს ფასის ზრდისგან - მოკლევადიან პერიოდში არის ხშირად მერყეობა, ვოლანტილობა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ოქროში ინვესტირება ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა. 

რეზერვების რეკორდულ ზრდაში რა თქმა უნდა ლომის წილი ინტერვენციებს ეკუთვნის, თუმცა ოქროს ფასის ზრდამ, რომელიც პრაქტიკულად გაორმაგდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის

08.12.2025.17:34

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 30-ზე მეტი პროექტი, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარი, ეს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. 

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის სტუდენტებისთვის?

საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში

საქართველოს ბანკი მესამე წელია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. გამარჯვებულებს უნივერსიტეტები თავად ირჩევენ, რაც მათ მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული.

ამასთან, საქართველოს ბანკის ინიციატივით, ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც ოთხი ადგილობრივი უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული ან  ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი.

საქართველოს ბანკის 56 სტიპენდიატი დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

სწავლა დიდ ბრიტანეთში10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სრულად უფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 34 სტიპენდიატი.

სწავლა ამერიკაში2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი.

სწავლა გერმანიაშიკრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 6 სტიპენდიატი.

საქართველოს ბანკის და MAC Georgia- 68 სტიპენდიატი UniGrant-ის პროგრამაში

2025 წლიდან საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. 

წელს უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი.

ამასთან, საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მათ, დანერგონ ფინანსური განათლების კურსი, რომელიც მორგებული იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებსა და სპეციფიკაზე.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა