მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები შევთავაზოთ - ილია რევია

news image

აღნიშნული რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები, - აცხადებს „კრისტალის” გენერალური დირექტორი  ილია რევია.

Fitch Ratings-მა მიკრობანკი „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი (IDR)  ‘B’ სტაბილურად შეაფასა. Fitch-ის შეფასება ხაზს უსვამს კრისტალის უნარს,  გლობალური გამოწვევების ფონზე  იყოს წარმატებული და განაგრძოს ეფექტიანი ზრდა.  

„გლობალური და რეგიონალური გამოწვევების ფონზე საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება  ადასტურებს კომპანიის  სტრატეგიული განვითარების გეგმის სისწორეს და მისი აღსრულების ეფექტიანობას, რაც აძლიერებს ნდობას როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე მომხმარებლების მხრიდან. აღნიშნული რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას“- აღნიშნავს ილია რევია. 

„კრისტალი”, ჯერ კიდევ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ოპერირების პერიოდში,  Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი იყო რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა. 

როგორც Fitch Ratings-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ — მათ შორის „კრისტალმა“ (B/სტაბილური) — მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.

Fitch Ratings-ის შეფასებით,  მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ლიცენზია სესხებისა და დეპოზიტების მოცულობის მხრივ გარკვეულ შეზღუდვებს შეიცავს, ცვლილება პოზიტიურია.

„ეს ცვლილება ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და სახსრების მოზიდვის ხარჯების შემცირებას. ასევე, უზრუნველყოფს გაფართოების შესაძლებლობას გადახდებისა და ციფრული ფინანსური სერვისების მიმართულებით. რეგულატორული ზედამხედველობის გამკაცრება ასევე პოზიტიურად აისახება ორგანიზაციების საკრედიტო პროფილზე“, - აღნიშნულია Fitch Ratings-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მფლობელები გახდნენ სს მიკრობანკი "კრისტალი" და სს მიკრობანკი "ემბისი"   

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ივნისში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 17.3%-ია

15.07.2025.17:28

2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

6 თვეში გადმორიცხულია 1,715.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.2 მლნ აშშ დოლარით.

წლიური ზრდის ტემპი კი 17.3%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება.

კერძოდ, ივნისში, აშშ-დან 23.0%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგენა. კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან.

კერძოდ, ივნისში წლიურად 15.9%-ით შემცირდა და 41.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი (93.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივნისის (28.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8% მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა