მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში? - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

სწავლისა და შემეცნების სამყაროში მოსწავლეებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში მასწავლებელი ეხმარება. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ახალგაზრდების დამოკიდებულებას ცოდნის მიღებისადმი და ხელს უწყობენ მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.

მასწავლებლების დაფასებისა და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით კი მასწავლებლების ეროვნული ჯილდო,  გლობალური ინიციატივის “Global Teacher Prize”- ის ფარგლებში, მასწავლებლების კონკურსს ახორციელებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

ინიციატივა იმ პროფესიონალების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ განათლების სფეროში და ახალ სტანდარტებს ქმნიან. 

„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ მომცა ბევრად მეტი, ვიდრე აღიარებაა. მან მომცა ძალა და მოტივაცია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემს სკოლას, იმ მოსწავლეებს, რომლებთანაც ვმუშაობ და მასწავლებლებს, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, შექმნან უკეთესი მომავალი. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის გზა, რომელიც ათასობით მოსწავლის მომავალს ეხება. ჯილდომ მაგრძნობინა, რომ ჩემს შრომას აფასებენ, ხედავენ და შესაძლებელია, რომ შენი პატარა საქმე აქციო დიდ ისტორიად. ამიტომ, ვურჩევ ყველა მასწავლებელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში“, - აღნიშნავს ნათია უჩავა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებული.  

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს შეუძლია, ამისათვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია ონლაინ. 

ამასთან, ჯილდოს ფარგლებში, სასურველი ნომინანტების წარდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

როგორც რეგისტრაციის გავლა, ასევე კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე: https://application.tprize.ge/

მასწავლებლების ჯილდოზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 30 მაისს დასრულდება.

კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება:

  • პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
  • მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული შეირჩევა;
  • მესამე ეტაპზე ხუთი ფინალისტი დასახელდება;
  • 5 ოქტომბერს კი მასწავლებლის მსოფლიო დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება.

კონკურსანტთა შერჩევა 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდება. ჟიურის წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

ისინი მასწავლებლებს შემდეგი პროფესიული სტანდარტებით შეაფასებენ:

  • მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა;
  • სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
  • ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
  • საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
  • პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ მასწავლებლების ჯილდოს კონკურსში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

07.11.2025.13:57

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის  წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს  (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა