სებ-მა 3 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა - მიზეზები
სებ-მა რამდენიმე ბიზნეს სუბიექტი დააჯარიმა. როგორც მარეგულირების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, დაჯარიმდა შპს „აკო“, შპს „დავითი“ და შპს „სმ სერვისი“.
განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „აკო“-ს დაჯარიმება ჯამში 20,400 ლარის ოდენობით, კერძოდ:
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარუდგენლობის 16 ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 1,600 ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 და მეტი სამუშაო დღის დაგვიანებით წარუდგენლობის 6 ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 1,800 ლარი;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 კლიენტთან მიმართებაში რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით. სულ - 2,000 ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 2,000 ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით.
განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „დავითი“-ს დაჯარიმება ჯამში 49,050 ლარის ოდენობით, კერძოდ:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანებით - დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, და აგრეთვე „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, ანგარიშვალდებულმა პირმა, რომელიც საქმიანობას დაიწყებს ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2017 წლის 15 მაისს. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირველადი აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინა დაგვიანებით, 2025 წლის 31 მაისს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–5 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (2017 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), ითვალისწინებს დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 15 ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 30,000 ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 3 შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 6,000 ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით.
განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „სმ სერვისი“-ს დაჯარიმება ჯამში 2,100 ლარის ოდენობით, კერძოდ:
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 1 ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 100 ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 2,000 ლარი.
სხვა სიახლეები
2026 წლის საინვესტიციო ფოკუსი: ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიები
11.03.2026.10:00
FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
საგულისხმოა, რომ Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
რა არის FTSE 100?
FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.
ინდექსში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: AstraZeneca, HSBC, Shell, Unilever, Rolls-Royce, British American Tobacco, Rio Tinto, GSK, BP, Barclays, Burberry Group. FTSE 100-ის ყველა კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.