მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.5
-0.0072
flag
AZN 1.5991
-0.0005
flag
CNY 37.979
0.0029
flag
EUR 3.209
0.0061
flag
GBP 3.7162
-0.0122
flag
KZT 52.4
-0.0003
flag
TRY 0.0682
-0.0001
flag
USD 2.7195
-0.0008

რატომ დააჯარიმა სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი

news image

სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი 37 ათასი დოლარით დააჯარიმა. როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2შემთხვევის გამო - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ - 4,000 ლარი;

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის N164-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის -1 ფაქტის გამო - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 7,000 ლარის ოდენობით.


მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 20,000  ლარის ოდენობით.


შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 1 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კერძოდ არ არის დადგენილი საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 2,000 ლარი.


შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2 (ორი) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე სულ - 4,000 ლარი.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

04.07.2025.12:25

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს. 

ახალი ფუნქციონალები ბიზნეს ინტერნეტბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა: 

  • სიახლეების კატეგორია - ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება. 
  • ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ჩამოტვირთონ. 
  • ნაშთების ისტორიის შემოწმების ფუნქციონალი - ახლა უკვე ერთ სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერ თარიღში, ანგარიშის ნახვა ნებისმიერ ვალუტაში. ასევე, ნაშთების გაფილტვრა ანგარიშის და დასახელებების მიხედვით. 
  • სახელფასო პროექტში ჩართვა - ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია თანამშრომლების სახელფასო პროექტში ჩართვა და მათთვის სახელფასო ბარათების დამზადება. ამისათვის, შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და მონაცემების შევსება საკმარისია, რის შემდეგაც მომხმარებელს თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება. 

თიბისიში, ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს ინტერნეტბანკს კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი  დაემატება. 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა