რამდენია საქართველოს საგარეო ვალი - ფინანსთა სამინისტროს მონაცემები
2025 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 041 741 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 473 281 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის ივლისში 2024 წლის ივლისთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2.6%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ივნისის მონაცემებთან კი 1,1%-ითაა შემცირებული.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 812 347 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 23 981 920 ათას დოლარს შეადგენდა.
2025 წლის ივლისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 705 836 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 23 564 087 ათასი ლარს უტოლდება.
ივლისის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 623 120 ათასი დოლარია, ანუ 17 926 798 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1530 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარი 2.6981 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1530 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1507 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.