მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.1
-0.0003
flag
AZN 1.5913
-0.0003
flag
CNY 37.605
-0.0088
flag
EUR 3.0936
-0.0294
flag
GBP 3.5775
-0.0397
flag
KZT 50.09
0.0028
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7061
-0.0006

რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

news image

2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 962 995 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 499 451 ათასი ლარია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მასიში 2024 წლის მაისთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2,7%-ითაა გაზრდილი.

წინა თვესთან, ანუ 2025 წლის აპრილთან მონაცემებთან კი 0,8%-ითაა შემცირებული.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 723 952 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 399 149 ათას დოლარს შეადგენდა. 

2025 წლის მაისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 600 754 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 509 301 ათასი ლარს უტოლდება.

მაისის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 530 919 ათასი დოლარია, ანუ 17 851 615 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

31.07.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0936 გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის
2.7061 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7061 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7067 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0936  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა