რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 032 760 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 854 541 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის აპრილში 2024 წლის აპრილთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 4%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის მარტის მონაცემებთან კი 3,6%-ითაა გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 677 846 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 23 286 999 ათას დოლარს შეადგენდა.
2025 წლის აპრილის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 667 287 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 848 906 ათასი ლარს უტოლდება.
აპრილის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 563 179 ათასი დოლარია, ანუ 18 059 244 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

სხვა სიახლეები
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება - შოთა ლომთაძე
12.03.2026.16:32
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს დირექტორმა შოთა ლომთაძემ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დამატებით ლიკვიდობასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმა Bybit საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადახდო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებს.
Bybit Georgia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პირველი პროდუქტი კრიპტობარათი - Bybit Card იქნება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში გამოიყენონ.
„Bybit Card-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტერნატიული კაპიტალის განვითარებისა და ფინანსურ ეკოსისტემაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი პროდუქტები მომხმარებლებს კრიპტო და ტრადიციული ფინანსური სერვისების უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალურია და მომხმარებლებს კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმაზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელებაში კომპანიის პარტნიორები არიან Mastercard და Pave Bank, რომლებიც კრიპტობარათის განვითარებასა და ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობენ.