რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
2025 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 715 997 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 119 779 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მარტში 2024 წლის მარტთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 0,.7%-ითაა შემცირებული.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის თებერვალთან მონაცემებთან კი 1,6%-ითაა გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 722 868 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 23 510 746 ათას დოლარს შეადგენდა.
2025 წლის მარტის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 357 914 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 128 855 ათასი ლარს უტოლდება.
მარტის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 337 177 ათასი დოლარია, ანუ 17 536 869 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
09.11.2026.13:58
საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ.
პირველი შეხვედრა მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი.
საუბარი შეეხო 2027 წელს, სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები") გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი.