მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულისა

news image

მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ ჭრილში, ისე წლიურად გაიზარდა.

2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 7,442.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 6%-ით გაზრდილი, ხოლო წლიურ ჭრილში 12%-იანი ზრდაა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 7,011.9 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის კი 6,617.0 მლნ ლარი.

ნოემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 101.7 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხების მოცულობამ, წინა თვესთან შედარებით, 380.0 მლნ ლარით მოიკლო. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 0.3 მლნ ლარით შემცირდა. ნოემბერში დაიფარა 20.0 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდი და განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, ნოემბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 380.3 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 5,060.0 მლნ ლარს გაუტოლდა. ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვიურად 0.1 მლრდ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 0.4 მლრდ ლარით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი

17.02.2026.20:13

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება.  როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამყარებისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდის ფონზე, თავად სააგენტოების საჯარო მოდელები მიუთითებს, რომ საქართველოს რეიტინგი ერთი ან ორი საფეხურით უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამად არის დაფიქსირებული. 

მინისტრის შეფასებით, მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ გეოპოლიტიკური გარემო რჩება, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ სხვადასხვა შოკის პირობებში მდგრადობა არაერთხელ დაამტკიცა.

„სარეიტინგო კომპანიებთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ - სამივე სააგენტოსთან  და საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა ახლა კონკრეტულად. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის, რეზერვების ზრდის მიმართულებით. თვითონ სარეიტინგო კომპანიების მოდელები, რომელიც საჯაროა და თვითონვე აქვეყნებენ, აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს ერთი ან ორი საფეხურით მაღალი რეიტინგი, ვიდრე ფაქტობრივი შედეგია დაფიქსირებული. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სარეიტინგო კომპანიებთან იმისთვის, რომ ეს წარმატება სრულად აისახოს ქვეყნის რეიტინგებში. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება. ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი აქ მაინც არის გეოპოლიტიკა და სიტუაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში და არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, მსოფლიოში არის. თუმცა, ამ მიმართულებითაც საქართველოს ეკონომიკამ ძალიან წარმატებით დაამტკიცა, რომ ეს იქნება ეკონომიკური თუ არაეკონომიკური შოკები, საკმაოდ მდგრადია და ყოველი შოკიდან შემდგომ ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერებული ეკონომიკური პარამეტრებით გამოდის“, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დამატებითი რესურსი უფრო შეღავათიანი პირობებით მოიზიდოს. 


„საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება, ერთის მხრივ, მისცემს უპირატესობას იმას, რომ უფრო შეღავათიანი პირობებით შეძლებს ქვეყანა მოიზიდოს დამატებითი რესურსი. საქართველოს, როგორც ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება პრაქტიკულად ავტომატურად ნიშნავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების რეიტინგების გაუმჯობესებასაც და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ბიზნესიც უფრო დაბალ პროცენტში და უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდავს თანხებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ კუთხით რეიტინგის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ხუციშვილი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა