მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.7
-0.0048
flag
AZN 1.5786
-0.0011
flag
CNY 38.83
0.0047
flag
EUR 3.198
0.0123
flag
GBP 3.6682
0.0131
flag
KZT 54.57
0.0021
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.6838
-0.0018

რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა

news image

მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, თვიურ ჭრილში შემცირდა, ხოლო წლიურად გაიზარდა.

2026 წლის იანვრის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 6,923.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის დეკემბრის მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 7%-ით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში 10%-იანი ზრდაა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 7 113,6 მლნ ლარი იყო, ხოლო 2025 წლის იანვრის ბოლოსთვის კი 6,284.1 მლნ ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 7 მლნ-ს 2025 წლის აგვისტოში გადააჭარბა, ხოლო 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში.

ოქტომბერში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 48.5 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხების მოცულობამ, წინა თვესთან შედარებით, 160.0 მლნ ლარით მოიკლო. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 79.8 მლნ ლარით შემცირდა.
ოქტომბერში დაიფარა 40.0 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდი და განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, ოქტომბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 219.8 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 5,441.0 მლნ ლარს გაუტოლდა.
ოქტომბერში, ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვიურად 0.1 მლრდ ლარით შემცირდა. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 0.3 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ველოდით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეიცვლებოდა  - ლაშა ქავთარაძე

11.02.2026.15:00

ველოდით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის 11 თებერვლის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე ინფლაციის დონიდან გამომდინარე, არ შეიცვლებოდა, - - აცხადებს Business Insider Georgia-სთან Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. 

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ თებერვლიდან ინფლაციის ტემპის შენელება.

„იანვარში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, გასული წლის დეკემბერში დაფიქსირებული 4.0%-დან. ინფლაციის აღნიშნულ დონეზე გავლენას ძირითადად კვლავ სურსათის და ჯანდაცვის კატეგორიებში არსებული პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ვფიქრობთ, რომ თებერვლიდან ინფლაციის ტემპის შენელება დაიწყება, რომელიც გაძლიერდება მარტ-აპრილიდან, როცა საბაზო ეფექტით ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებში ბევრი პროდუქტის ფასების ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად შენელდება.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც რომ მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასებს კლების ტენდენცია აქვს უკვე მეოთხე თვეა და გარკვეულწილად ესეც გადმოეცემა ჩვენს ბაზარს იმპორტირებული სურსათის მაღალი წილიდან გამომდინარე. ასევე, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი შესაძლოა იმაზე მეტად გამყარდეს წელს, ვიდრე ამის მოლოდინებია ბაზარზე, რაც ინფლაციის შენელებაზე პოზიტიურად აისახება.

როდესაც სებ-ი რეალურად დაინახავს რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს უახლოვდება ამის შემდეგ უნდა ველოდოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მცირე ბიჯებით, და ჩვენი შეფასებით, ეს შესაძლებელი იქნება წლის პირველი ნახევრის ბოლოდან.

ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის ფარგლებში იქნება და სებ-ს მიეცემა შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 7.5%-მდე შეამციროს წლის ბოლომდე“, -აცხადებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ 8.0 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა