მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა

news image

მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაიზარდა.

2025 წლის მაისის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ  6 518,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 9,6%-იანი ზრდაა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის აპრილში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 6 415,7 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის მაისის ბოლოსთვის კი 5 948,2 მლნ ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში გადააჭარბა.

აპრილში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 119.2 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხებმა, წინა თვესთან შედარებით, 540.0 მლნ ლარით მოიმატა. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 1,700.0 მლნ ლარით შემცირდა. აპრილში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატი და იმავე პერიოდში დაიფარა იგივე ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, აპრილში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 747.5 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 7,393.0 მლნ ლარს გაუტოლდა. აპრილში, ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვიურად 88.5 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნული გამოწვეულია უმთავრესად, ლარის ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 143.2 მლნ ლარით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7306 ლარია

11.06.2025.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1238 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7306 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7306 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7306 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1238 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1189 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა