მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა

news image

მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაიზარდა.

2025 წლის აპრილის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 6 415,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის მარტის მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 12%-იანი ზრდაა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის მარტში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 6 296,5 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის აპრილის ბოლოსთვის კი 5 745,5 მლნ ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში გადააჭარბა.

ნაღდ ფულზე მოთხოვნა 8.5 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხებმა, წინა თვესთან შედარებით, 300.0 მლნ ლარით მოიმატა. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 183.0 მლნ ლარით შემცირდა. მარტში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი და იმავე პერიოდში დაიფარა იგივე ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერტიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, მარტში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 767.0 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 8,200.0 მლნ ლარს გაუტოლდა. მარტში, ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვიურად 461.0 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნული გამოწვეულია უმთავრესად, უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 527.5 მლნ ლარით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Mastercard-ი საქართველოში ახალ ტურისტულ ინიციატივას იწყებს - პარტნიორობა Rezto-სთან უცხოელ ტურისტებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს

22.06.2025.00:26

Mastercard, ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერი, საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად შექმნილ ინიციატივას აძლიერებს და Rezto-სთან, ქართულ ციფრული სარესტორნო პლატფორმასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები, რომლებიც Mastercard-ის ბარათებით გადაიხდიან, Rezto-ს პარტნიორ რესტორნებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ

ახალი ინიციატივა Mastercard-ის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უნიკალური, ტექნოლოგიურად მოწინავე სერვისების შეთავაზებას

„Mastercard-სთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის იყო მთავარი პრიორიტეტი და ეს ინიციატივა წარმოადგენს ჩვენი გლობალური ტურისტული პროგრამების ლოგიკურ გაგრძელებას", - აცხადებს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში. "სწორედ საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი სარესტორნო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, Mastercard-მა გადაწყვიტა Rezto-სთან პარტნიორობა, რათა ჩვენი რეგიონის  500 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა საქართველოში უნიკალური გამოცდილება მიიღოს”.

Mastercard-ის საერთაშორისო ბარათის მფლობელი ტურისტები Rezto-ს პლატფორმის მეშვეობით: 

  • მიიღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებები www.rezto.ge-ის პარტნიორ რესტორნებში
  • შეძლებენ წინასწარ შეუკვეთონ სასურველი კერძები და მიიღონ დამატებითი ბენეფიტები
  • სწრაფად და მარტივად დაჯავშნიან სასურველ ადგილს ციფრული პლატფორმის მეშვეობით
  • მიიღებენ მრავალენოვან მხარდაჭერას ჯავშნისა და შეკვეთის პროცესში

ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში მიიღონ ევროპული სტანდარტის ციფრული სერვისი ლოკალური გემოს გამოცდილებასთან ერთად. პროგრამა ითვალისწინებს როგორც მაღალი კლასის სასტუმროების რესტორნებს, ისე ლოკალურ ობიექტებს, რომლებიც ტურისტებს ქართული გასტრონომიული ტრადიციების ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობენ. - დავით წიკლაური, Rezto- დამფუძნებელი.

Mastercard-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში როგორც საბარათე, ასევე, ციფრული გადახდების მაჩვენებლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს მიუთითებს როგორც ტურიზმის, ასევე ბარათების გამოყენების კულტურის განვითარებაზე

საქართველო ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია ჩვენს რეგიონში და ამიტომ გადავწყვიტეთ სპეციალური ინიციატივის დანერგვა, რომელიც ადგილობრივ სპეციფიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე არის აგებული. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები და მომხმარებლებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ტურისტები უფრო მეტად არიან ორიენტირებულები ციფრული სერვისების გამოყენებასა და გამარტივებული საგადახდო ფორმებით სარგებლობაზე", - განმარტავს დავით ზღუდაძე.

Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის პირველი ეტაპი მოიცავს თბილისის ცენტრალურ რაიონებში მდებარე 50-მდე რესტორნის ჩართვას. www.rezto.ge, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა ცნობადობა, გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში, მათ შორის ბათუმში, მცხეთაში, გუდაურსა და ბაკურიანში გეგმავს. შესაბამისად გაფართოვდება Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის არეალიც და სულ მალე, მთელს საქართველოს დაფარავს

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა