რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 24 164 608 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 8 577 527 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის თებერვალში 2024 წლის თებერვალთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 4%-ითაა შემცირებული.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის იანვრის მონაცემებთან კი 2%-იანი კლებაა. იანვარში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 24 584 628 ათასი დოლარი იყო.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 23 283 448 ათასი დოლარი იყო.
2025 წლის თებერვლის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 224 750 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 170 766 ათასი ლარს უტოლდება.
თებერვლის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 237 215 ათასი დოლარია, ანუ 17 571 483 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
17.06.2025.19:00
მაისში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში სისტემები 75,291.2 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24%-ია.
მეორე ადგილზე Western Union-ი. სისტემა 1 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 71,631.4 ათას აშშ დოლარს მოემსახურა.
TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით
2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.42 მლნ აშშ დოლარი (870.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 27 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 27 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 96.7% მოდიოდა.