მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

news image
mbc image

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 24 164 608 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 8 577 527 ათასი ლარია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის თებერვალში  2024 წლის თებერვალთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 4%-ითაა შემცირებული.

წინა თვესთან, ანუ 2025 წლის იანვრის მონაცემებთან კი 2%-იანი კლებაა. იანვარში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 24 584 628 ათასი დოლარი იყო.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 23 283 448 ათასი დოლარი იყო. 

2025 წლის თებერვლის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 224 750 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 170 766 ათასი ლარს უტოლდება.

თებერვლის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 237 215 ათასი დოლარია, ანუ 17 571 483 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე

06.11.2026.16:19

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, დოკუმენტში, მათ შორის, ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით, ასევე გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება.

„ჯამში, 2027 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილი არ არის, თუმცა ასახულია პარლამენტის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, მათ შორის, ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით. დაახლოებით, იგივე პროცენტული მაჩვენებლით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, რაც 70 წელზე ზევით მეტი ასაკის პირთა პენსია. ამავდროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც და ისევე, როგორც 70 წლამდე პირთა პენსია, ინდექსაციის მიღმა იზრდება. ამ მიმართულებებით, ჯამში, 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა ამისა, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება. მნიშვნელოვანი მიმართულება უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის ნაცვლად კომპენსაციების თანხის გამოყოფას. ამ მიმართულებით, 2026-2027 წლებში, ჯამში, 300 მლნ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, დამატებითი რესურსები გამოიყო თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ინიციატივების დაფინანსება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა ორშაბათს პარლამენტში, ასევე, დარეგისტრირდება 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.

„ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის, გარკვეულწილად, შემავსებელი დოკუმენტი. ჩვენ წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი, რაც დამატებით შემოსავლებს გვაძლევს. დამატებითი რესურსი გამოყენებულ იქნა ერთი მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, მეორეს მხრივ, იმ საჭიროების დასაფინანსებლად, რაც წლის განმავლობაში გამოიკვეთა. ამავდროულად, გარკვეული რესურსები გამოიყო იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წელს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა