მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

რა ტიპის შეხვედრები გამართა ნათია თურნავამ ლონდონში - Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ სებ-ის პრეზიდენტთან

news image

ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ხოლმე ასეთი ტიპის საერთაშორისო პლატფორმებს რაც შეიძლება მეტ ინვესტორს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე და ვისაუბროთ ჩვენს საინვესტიციო მიმზიდველობაზე, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-სთან სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლონდონში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრაზე მონაწილეობისას განაცხადა. თურნავას თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ხვდება საინვესტიციო ფონდებს და იმ ინვესტორებს, ვინც მსხვილი პროექტებით არიან დაინტერესებულნი. 

„ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ხოლმე ასეთი ტიპის საერთაშორისო პლატფორმებს საერთაშორისო შეხვედრებს იმისთვის, რომ არამხოლოდ უშუალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ რაც შეიძლება მეტ ინვესტორს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე და ვისაუბროთ ჩვენს საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ სწორედ ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა. გუშინაც მთელი დღე ვხვდებოდით სხვადასხვა ინსტიტუციურ კერძო ინვესტორს, საინვესტიციო ფონდებს ძირითადად და ასევე ინვესტორებს, ვინც დაინტერესებულია ჩვენი მსხვილი პროექტებით. ვესაუბრებოდით საქართველოზე და დღეს ერთი ასეთი მსხვილი შეხვედრა ასევე იყო ორგანიზებული Bank Of America -ს მიერ. შეიკრიბნენ ინვესტორები ვინც დაინტერესებულია საქართველოში ფასიანი ქაღალდების შეძენით, ინვესტირებით და მათ გავაცანით ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მიმზიდველია მათთვის ის სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარება, რაც საქართველოში არის. მაღალი, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, დაბალი ინფლაცია ძალიან ისეთი ეფექტური ეკონომიკური და მათ შორის მონეტარული პოლიტიკა, რაზეც ჩვენ ვესაუბრებოდით. ის რომ ჩვენი სავალუტო ბაზარიც არის საკმაოდ სტაბილური, არის საკმაოდ ძლიერი შემოდინებები უცხოური ვალუტის დაწყებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და დასრულებული ტურიზმით. იგივე ექსპორტი, რომელიც არის მზარდი. სულ ახლახან გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ესეც კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ საგარეო ვაჭრობა და ექსპორტი კერძოდ არის ძალიან მნიშვნელოვანი „დრაივერი“ ჩვენი ეკონომიკური ზრდის და ამის შესახებ ვუყვებით ინვესტორებს. ვხედავთ მომატებულ ინტერესს, ვხედავთ ახალ სახეებს იმიტომ რომ არამხოლოდ ის ინვესტორები გვხვდებიან ვისაც უკვე აქვს გამოცდილება საქართველოში და საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მონაწილეობის არამედ სრულიად ახალი საინვესტიციო ჯგუფები, გლობალური ჯგუფები, როგორც დასავლეთიდან ასევე აზიიდანაც და გამოხატავენ მზარდ ინტერესს“, - აცხადებს ნათია თურნავა  Business Insider Georgia-სთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ლონდონში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა Bank of America-ს ორგანიზებით შედგა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს

05.03.2026.17:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან, საქართველოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

მათ ყურადღება გაამახვილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონალურ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩენის მისწრაფების მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი, ბანკის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კეიჩირო ინუი, უფროსი მრჩეველი ერიკ ალბერსი, კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი დირექტორი ბერნარდ ვუდსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა