მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

რა ტიპის არაფინანსურ სერვისებს სთავაზობს „კრისტალი“ მცირე და საშუალო მეწარმეებს - ინტერვიუ ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელთან გიორგი ჯანელიძესთან

news image

მიკრობანკი „კრისტალი“, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს საფინანსო ბაზარზე, აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისების შეთავაზებას. სწორედ არაფინანსური სერვისები უწყობს ხელს მეწარმეების ცნობიერების ამაღლებას და  სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებას.
ზოგადად, რას აკეთებს „კრისტალი“ არაფინანსური სერვისების მიწოდების და გავრცელების მიმართულებით და როგორია კრისტალის გეგმები,  Business Insider Georgia „კრისტალის“ ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელს გიორგი ჯანელიძეს ესაუბრა.

 - „კრისტალი“ ჯერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით, დღეს უკვე მიკრობანკის სტატუსით განაგრძობს მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისების შეთავაზებას. უკვე დაგროვილი გამოცდილების მაგალითზე, სად იყავით წლების წინ ამ სეგმენტთან ურთიერთობებში და სად ხართ დღეს?

- „კრისტალი“ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ისტორია შექმნა. „კრისტალი“ ბაზარზე წარმოდგენილია 48 ფილიალით და ჰყავს 105 ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და დაახლოებით 535 მლნ ლარის პორტფელით ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში „კრისტალმა“ მომხმარებლებთან ურთიერთობის ნაწილში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.

საბანკო ლიცენზიის მიღება ჩვენთვის არის ლოგიკური გაგრძელება იმ 27 წლიანი წარმატებული ისტორიის, რაც კომპანიას აქვს და მეორეს მხრივ, სტრატეგიული განვითარებაც, გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო ლიცენზიის მიღებამდე, ჩვენ გარკვეულწილად შემოფარგლული ვიყავით ლიმიტების ჩარჩოებით, რასაც სებ-ი აწესებს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად მიკრო მეწარმეების სეგმენტი იყო და სწორედ ამ სეგმენტის განვითარებაზე გვქონდა აქცენტი. ჩვენი მხარდაჭერით ისინი ვითარდებოდნენ, იზრდებოდნენ და შემდეგ უკვე, როცა გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი სჭირდებოდათ, გამომდინარე იქედან, რომ ლიმიტების გაცემის ნაწილში ვიყავით შეზღუდული, გადადიოდნენ მსხვილ ბანკებში. ამასთან, არ გვქონდა საბანკო ანგარიშები, გადარიცხვები, დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა და სხვა. ფაქტობრივად, ამ მომხმარებლებს „კრისტალის“ გაბანკების შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სრულყოფილი ფინანსური სერვისები მიიღონ, რაც გულისხმობს მიმდინარე ანგარიშების შექმნას, გადარიცხვების წარმოებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის. ასევე ჩნდება ანაბრების შესაძლებლობა. როგორც უკვე აღვნიშნე,  „კრისტალი“ ძირითადად ოპერირებდა მიკრო მეწარმეებთან, რომლებიც ძირითადად 100 000-მდე სესხებს იღებდნენ, თუმცა გაბანკების შემდეგ, მათი დაკრედიტების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იზრდება და 1 მლნ ლარამდე ადის.

- უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრათ, არაფინანსური სერვისების მიწოდება როგორ ხდება მომხმარებლებზე, რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ და როგორია უკუკავშირი? რას აძლევს ეს თავად ბიზნესს და რას გაძლევთ თქვენს, ბანკს?

- ჩვენი კომპანია მუდმოვად აკვირდება ბაზარს, მომხმარებლის ქცევას და რაც მნიშვნელოვანია, გარე კომპანიის ჩართულობით, ვატარებთ სოციალური გავლენის კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც აისახება  ჩვენი განვითარების სტრატეგიაში. ბევრი წლის წინ აღმოჩნდა, რომ გარდა ფინანსური რესურსებისა, მეწარმეებს სჭირდებათ სხვა ტიპის მხარდაჭერაც. ეს სხვა ტიპის მხარდაჭერა კი გახლავთ არაფინანსური სერვისები და მათთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ახალი უნარებით აღჭურვა, ბიზნეს ინსტრუმენტების მიწოდება და ასე შემდეგ. მეწარმეები გარკვეული ფინანსური სერვისებით კი სარგებლობდნენ, მაგრამ ეს მათი ბიზნესების განვითარებისთვის საკმარისი არ იყო. ამისათვის კი გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა არაფინანსური სერვისების მიმართულება და მეწარმეებს უკვე რამდენიმე წელია ვთავაზობთ ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსებში, მარკეტინგში, საოპერაციო მიმართულებით ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაში, ციფრულ ტრანსფორმაციაში, გაციფრულებასა და ა.შ. საბოლოოდ მეწარმე ხედავს თავისი ბიზნესის რეალურ მდგომარეობას, იღებს კონკრეტულ რჩევებს და გეგმას განვითარებისთვის, ხედავს ბიზნესპროცესებს დალაგებულად, ასევე, უკვე მან იცის, რა ფინანსურ შედეგზე უნდა გავიდეს. მიკრო და მცირე ბიზნესებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ჰყავდეთ ფინანსური მენეჯერი.  შესაბამისად, მათთვის ჩვენი მხარდაჭერა საკონსულტაციო  კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგ: ფინანსური კოეფიციენტების ჭრილში ისინი საკმაოდ მარტივად ხედავენ თუ სად დგანან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, სად უნდა შეამცირონ, სად უნდა გაიზარდონ ხარჯი, არის თუ არა დრო გაფართოების და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ხედვა ჩამოყალიბდა ისე, რომ ამ არაფინანსური სერვისებით,  ჩვენს მომხმარებელთან შევდივართ გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობაში, სადაც ჩვენ ვიღებთ განვითარებულ მეწარმეებს, რომელთანაც საინვესტიციო რისკი მცირდება, ეკონომიკა იზრდება, ჩვენი პროდუქტების მრავალფეროვნებაც მათთან ერთად იზრდება და მეორეს მხრივ, ვიღებთ ლოიალურ მეწარმეს, რომელთანაც გრძელვადიანი ურთიერთობა გაქვს.


news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 2026 წლის საინვესტიციო ფოკუსი: ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიები

11.03.2026.10:00

FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

საგულისხმოა, რომ Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.

რა არის FTSE 100?

FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.

ინდექსში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: AstraZeneca, HSBC, Shell, Unilever, Rolls-Royce, British American Tobacco, Rio Tinto, GSK, BP, Barclays, Burberry Group.  FTSE 100-ის ყველა კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა