მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

რა შემთხვევაში შეამცირებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს - თამთა სოფრომაძის განმარტება

news image

ვხედავთ, რომ გლობალურად რისკები და გაურკვევლობა საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, თუ გლობალურად ინფლაცია გაიზრდება, შეიძლება მისი საქართველოზე გადმოცემის რისკი წარმოიქმნას, რადგანაც საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა. სწორედ ამ რისკების ანალიზიდან გამომდინარე მიიჩნია სებ-მა, რომ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება არის ოპტიმალური. 

„ძალიან საინტერესოა რისკების ანალიზი. იმიტომ, რომ ჩვენ როგორც კოვიდის, ასევე პოსტ კოვიდის პერიოდში და მიმდინარე პერიოდში ვხედავთ, რომ გლობალურად რისკები და გაურკვევლობა საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. შესაბამისად, ცენტრალური ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ რისკების სწორად მართვას და საქართველოს ეროვნული ბანკი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი ლიდერი ცენტრალური ბანკია, რომელიც რისკების ანალიზზე და რისკების მინიმიზაციის მიმართულებით, მონეტარული პოლიტიკის გატარების მიმართულებით დავიწყეთ კომუნიკაციაც. მაგალითად, ჩვენი პირველი მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, რომელიც რისკ სცენარებს ეყრდნობა იანვარში გამოვაქვეყნეთ. უკვე გამოქვეყნდა მეორე ანგარიში, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი ანალიზი და ყველას შეუძლია გაეცნოს. შესაბამისად, სწორედ ამ რისკებს საკმაოდ დიდი წონა აქვთ იმაში, თუ რატომ ვირჩევთ ასეთი ტიპის ფრთხილ პოლიტიკას. იმიტომ, რომ შევხედოთ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და ტენდენციებს, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ტენდენციები არის საკმაოდ პოზიტიური. ერთი მხრივ, ინფლაცია, ფასების სტაბილურობა არის მიღწეული. ეს პირველ რიგში არის სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალურად ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა, თუმცა საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ დაბალი იყო და ეს პირველ რიგში არის მონეტარული პოლიტიკის შედეგი. იქიდან გამომდინარე, რომ ამის მთავარი მიზეზი იყო გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა. ამის პარალელურად გვაქვს ის, რომ მაღალია ეკონომიკური აქტივობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკონომიკური ზრდა ძირითადად მომდინარეობს პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე და შესაბამისად  ფასებზე და ინფლაციაზე დამატებით წნეხს არ წარმოქმნის. თუმცა ამ ვითარების ფონზე, რადგანაც ვხედავთ იმას, რომ გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობა სატარიფო პოლიტიკის შედეგად დღითიდღე იცვლება, მინიმუმ მოლოდინებს ქმნის და საერთაშორისო ბაზრებზე აისახა. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად ამან უარყოფითი მოლოდინები შექმნა სწორედ ამის ასახვა არის ის, რომ დაანონსებული სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, გლობალურად დოლარი საკმაოდ შესუსტდა. ეს ეფექტი უკვე დავინახეთ ჩვენ შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად დოლარი ყველა ვალუტის მიმართ გაუფასურდა. ეს ჩვენთანაც აისახა და ამ ეტაპზე გაცვლით კურსზე დოლარის მიმართ ლარი მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. ამ არხით გარკვეული გადმოცემა უკვე გვქონდა. ზოგადად, საქართველოზე გადმოცემა, რომ შევაფასოთ რა შეიძლება იყოს, რისკები არის ორივე მიმართულებით. თუ აქამდე უფრო მეტად ინფლაციის ზრდის მიმართულებით რისკებზე ვამახვილებდით ყურადღებას, დღეს გლობალური მოცემულობიდან გამომდინარე, ამან შესაძლებელია, რომ ზრდის მიმართულებითაც იმოქმედოს, მაგრამ ასევე კლების მიმართულებითაც იმოქმედოს. როგორც აღვნიშნე, ამ პოლიტიკის შედეგად გლობალურად დოლარი შესუსტდა, რამაც ლარის პოზიციები გაამყარა და ეს იმპორტირებული საქონლის არხით ქმნის იმის მოლოდინს, რომ ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედებს. თუმცა, სატარიფო პოლიტიკა ეკონომიკის ფრაგმენტაციის რისკებს გამოკვეთს გლობალურად და აქედან გამომდინარე მოლოდინები არის, რომ გლობალურ ეკონომიკაზე სტაგფლაციური შოკის ეფექტი ექნება. თუ გლობალურად ინფლაცია გაიზრდება, შეიძლება წარმოიქმნას რისკი, რომ ეს საქართველოსაც გადმოეცეს, იმიტომ რომ საქართველო არის მცირე ზომის  ღია ეკონომიკა და შესაბამისად გლობალურად მიმდინარე პროცესები გადმოგვეცემა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, სატარიფო პოლიტიკიდან და გლობალურად მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ჩვენზე პირდაპირი ზეგავლენა იქნება საკმაოდ შეზღუდული. ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული საქართველოს ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 2.2%-ია და მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0-თან ახლოს, 0.2-.0.3 % არის. შესაბამისად, ამ უნივერსალური ტარიფის დაწესებას, რაც თითქმის ყველა ქვეყნის მიმართ დაწესდა, პირდაპირი გადმოცემა იქნება საკმაოდ შეზღუდული. მაგრამ ე.წ მეორე რიგის გადმოცემები, თუ  როგორ იმოქმედებს გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აქედან შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული გადმოცემა. ამ რისკების ანალიზიდან გამომდინარე მივიჩნიეთ, რომ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება არის ოპტიმალური. ეს დასტურდება ასევე იმითაც, რომ ასეთი ტიპის ფრთხილმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ ერთი მხრივ არის ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილი და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს, მეორე მხრივ გვაქვს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობაც. ჩვენ თუ დავინახავთ იმას, რომ ეს რისკები რაც გლობალურად ჩამოყალიბდა არ არის ისეთი მწვავე და მიუხედავად ამისა საქართველოში  მაინც ინფლაცია სტაბილურად დაბალი იქნება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება“, - აცხადებს თამთა სოფრომაძე.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

13.05.2025.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0464 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7440 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7440 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7456 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  3.0464 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი  3.1012 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ  0.0548  ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა