რა როლი აქვს ეთიკას ავტომობილის მართვისას ? - ბბ ლიზინგის კრეატიული კამპანია
მაღალი ურბანიზაციის დონე, იწვევს ქალაქში ავტომობილების მკვეთრ ზრდას. ამიტომ საცობები და გზების გადატვირთულობა დღევანდელი რეალობის განუყოფელი ნაწილია
ყოველდღიურად, უამრავი ადამიანი გადაადგილდება როგორც ავტომობილით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სამუშაო დრეებში, თითქმის ყველა ქუჩა - მთავარი თუ მეორადი ძალიან გადატვირთულია. ასეთ მოძრაობაში ავტომობილის მართვა, დაკავშირებულია სხვადასხვა სახის დისკომფორტთან. შექმნილი უხერხულობის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ მართვისას მოძრაობის წესების დარღვევაა, არამედ ეთიკური ნორმების უგულებელყოფა.
რა კავშირშია ავტომობილის მართვა ეთიკასთან ?
ჩვენი ბევრი ნაცნობი, კოლეგა და მეგობარი ქალაქში ტრანსპორტირებისთვის იყენებს ავტომობილს. მათაც როგორც ყველას, აწუხებთ და უხერხულობას უქმნით მართვისას შექმნილი უწესრიგობა. არსებული რეალობის შესახებ ხშირად საუბრობენ, გამოხატავენ წუხილსა და უკმაყოფილებას.
უცნაურია, თუმცა როგორც კი საჭეს მიუსხდებიან, ხშირია მათი ქცევის ტრანსფორმაცია...
რა იწვევს მათი ქცევის ცვლილებას ?
ბაზისბანკის შვილობილი სალიზინგო კომპანია ბბ ლიზინგი, აქტიურად აფინანსებს ავტო მიმართულებას. ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პრიორიტეტად ისახავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხის საინტერესო და დამაფიქრებელი გზით წარმოჩენას.
ბბ ლიზინგის ახალი კამპანია მართვის ეთიკას შესახებ. ერთგვარი „გამოძახილია“ იმ პრობლემისა, რომელსაც თითოეული მოსახლე ყოველდღიურად უსწორებს თვალს. იხილეთ ვიდეო
დღის ტოპ 10 სიახლე
არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ - შალვა ოგბაიძე
სხვა სიახლეები
ADB ადგენს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზემოქმედების შესარბილებლად
24.03.2026.18:54
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს განაცხადა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი წევრი ქვეყნების დახმარებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების შესარბილებლად.
„ADB სწრაფ, მოქნილ და მასშტაბირებად დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ არსებული გამოწვევების მართვა და გრძელვადიანი მდგრადობის გაძლიერება — მათ შორის, სწრაფი ბიუჯეტური მხარდაჭერითა და ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებით, რომელიც პირველადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის ნავთობზე, ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს," — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ამით ვაგრძელებთ იმ ხანგრძლივ პრაქტიკას, რომლითაც გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში მხარს ვუჭერდით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს."