რა მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაიყიდება დღევანდელ აუქციონებზე
დღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 12 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 11 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 5 დეკემბერს 2- წლიანი 40 მლნ ლარის (14.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.4-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით არ შეცვლილა და 8.389% შეადგინა.
ასევე, ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 5 დეკემბერს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.4 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.206პპ-ით შემცირდა და 9.068% შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ - შალვა ოგბაიძე
სხვა სიახლეები
ADB ადგენს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზემოქმედების შესარბილებლად
24.03.2026.18:54
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს განაცხადა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი წევრი ქვეყნების დახმარებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების შესარბილებლად.
„ADB სწრაფ, მოქნილ და მასშტაბირებად დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ არსებული გამოწვევების მართვა და გრძელვადიანი მდგრადობის გაძლიერება — მათ შორის, სწრაფი ბიუჯეტური მხარდაჭერითა და ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებით, რომელიც პირველადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის ნავთობზე, ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს," — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ამით ვაგრძელებთ იმ ხანგრძლივ პრაქტიკას, რომლითაც გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში მხარს ვუჭერდით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს."