რა მოცულობის გადასახადების მობილიზებას გეგმავს 2024 წელს მთავრობა
2024 წელს მთავრობა 6 900,0 მლნ ლარის საშემოსავლო გადასახადის მიღებას ელოდება. აღნიშნული მაჩვენებლები მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო პროექტში უკვე ასახულია, საიდანაც ირკვევა, რომ საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი ფინანსთა სამინისტრომ ზრდისკენ დააკორექტირა და ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით ის14,7 მლნ ლარითაა გაზრდილი.
ბიუჯეტის პროექტში, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო უკვე შემდეგი კვირიდან აქტიურად შეუდგება, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია ასევე 107,0 მლნ ლარით.
2024 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტს 2023 წლის სექტემბრის ბოლოს წარედგინა. საპარლამენტო განხილვების დროს გამოთქმული წინადადებების ნაწილი აისახა საქართველოს პარლამენტის დასკვნაში და შესაბამისად მთავრობის მიერ მოხდა აღნიშნულ დასკვნაში არსებული შენიშვნებისა და წინადადებების გაანალიზება.
იმავდროულად, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის წარდგენის შემდგომ დაზუსტდა 2024 წლის ფისკალური რესურსის მოცულობა და მისი ზრდის შესაძლო წყაროები. განახლებული ფისკალური რესურსი აისახა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში და გადანაწილდა როგორც პარლამენტის დასკვნაში წარმოდგენილ წინადადებებზე, ასევე სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.
დღის ტოპ 10 სიახლე
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
06.02.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1688 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6870 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6870 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი 3.1688 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1689 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.