რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები გლობალური ტრენდიდან გამომდინარე იცვლება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განმარტა, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ახალ სატარიფო პოლიტიკის დაანონსებამდე ქართული კომპანიების აქციების ფასები მზარდი იყო.
„სანამ ტრამპი მძიმე ტარიფებს დაანონსებდა, მაგრამ შემდგომ 90 დღით დააპაუზა, მანამდე ქართული კომპანიების აქციები იზრდებოდა და პირველ ორ თვეში რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. ამის შემდეგ გაჰყვა იმ ტრენდს, რაც გლობალურად გამოიწვია ამ სატარიფო პოლიტიკამ. გლობალური ინდექსები მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს შემცირება ქართული კომპანიის აქციებსაც შეეტყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპმა დააპაუზა 90 დღით, შემოტრიალდა საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის აქციები და ქართული კომპანიის აქციებიც ამოვიდნენ, ანუ ის რაც კლება იყო სწრაფადვე თითქმის ორ დღეშივე იყო ამოსვლა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 10%-ზე მეტად არის გაზრდილი ეს აქციები და ვფიქრობთ, რომ მზარდი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიები. იმიტომ, რომ ისინი ფართოვდებიან, როგორც საქართველოს ბანკი. აქ საქართველოს ბანკი არის ამ ჯგუფის Lion Finance Group -ის ერთ-ერთი შემადგენელი, მეორე Ameria Bank-ი, რომელიც გასულ წელს იყო შესყიდული ამ ჯგუფის მიერ. ასევე თიბისი ბანკიც, რომელიც უზბეკეთშიც არის წარმოდგენილი, ანუ ფართოვდებიან და არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო პერიოდებშიც კიდევ უფრო სხვა ბაზრებზეც იყვნენ გასულები. ეს ზრდა იმას მიანიშნებს, რომ ეს კომპანიები მიმზიდველი ხდება ფასის მიხედვითაც. მათი აქციები მოსალოდნელი არის, რომ გაიზარდოს. მაგალითად, Lion Finance ჯგუფი ეს კომპანია FTSE 250 -ში არის შესული და მიზანი არის რომ FTSE 100- ში იყოს წარმოდგენილი. FTSE 100-ში წარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ აქციის ფასიც მზარდი იქნება. ამიტომ რჩება ეს პოზიტიურად და საშუალო, ან გრძელვადიან პერიოდშიც მიმზიდველი იქნება ამ კომპანიებში ინვესტირება“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.