რა გაძვირდა და რა გაიაფდა - სექტემბრის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით არის შემცირებული, ხოლო 2023 წლის სექტემბერი აგვისტოსთან შედარებით 0,7%-იანი ზრდაა.
წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5,7%), განათლება (5,2%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (5.1%) და საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (3.9%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირებაა ტრანსპორტში, ამ სეგმენტში სექტემბრიდან სექტემბრამდე 5.1%-იანი კლებაა, ჯანმრთელობის დაცვა დაკლებულია 4,9%-ით, ხოლო დასვენება, გართობა და კულტურის მიმართულებით 3.9%-იანი კლება ფიქსირდება. ხოლო კავშირგაბმულობის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი 2.5%-ითაა გაიაფებული. 1.7%-იანი კლება ფიქსირდება ასევე ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის HICP-ში. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ინდექსი კი 1,5%-ით.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.