რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით არის შემცირებული.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ჯანმრთელობის დაცვა (9,4%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,1%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6,3%), განათლება (6,6%), განათლება (4,9%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4,6%), დასვენება, გართობა და კულტურა (1,7%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,9%), კავშირგაბმულობა (0,1%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6,3%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,6%), ტრანსპორტი (-2,3%) და ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-1,0%).
რაც შეეხება 2025 წლის აგვისტოს მონაცემების შედარებას ივლისის მაჩვენებლებთან, სტატისტიკა ასე გამოიყურება:
თვიურ ჭრილში HICP-ი გაიზარდა შემდეგ კატეგორიაში: ტრანსპორტი (1,2%), კავშირგაბმულობა (1.0%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0,8%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0,7%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,3%), დასვენება, გართობა და კულტურა (0,2%), ჯანმრთელობის დაცვა (0,1%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0,1%), განათლება (0,0%), ხოლო სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0,6%).
თვიურად HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1,6%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (0,4%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
სხვა სიახლეები
10.09.2025.17:51
რაც დრო გადის, ხელოვნური ინტელექტის შესახებ უფრო და უფრო მეტს მსჯელობენ. ბევრიც ამჩნევს, რომ ეს ინოვაცია ტექნოლოგიური სამყაროს საზღვრებს გასცდა და ბიზნესის დღის წესრიგში თავი დაიმკვიდრა. თუმცა, ბევრს ჯერ კიდევ აინტერესებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება საქმიანობაში, განსაკუთრებით კი — მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურობაში.
ამაზე პასუხი საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის Cluster Product Owner-მა ტატა მომცელიძემ უკვე გასცა. მან, პლატფორმა „ბიზნეს 360“-ის ფარგლებში, AI-ის გამოყენებაზე ორი ვორკშოპი გამართა. ღონისძიებებმა 4B-ის სივრცეში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია — მონაწილეები სხვადასხვა სექტორებიდან, ცოცხალი დისკუსიებითა და შეკითხვებით ცდილობდნენ, გაეგოთ, როგორ შეიძლება გენერაციული მოდელები მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდეს.
რატომ იყო ვორკშოპი ასეთი მოთხოვნადი?
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფორმაციის პრაქტიკული ფორმით მიწოდება იყო.
„ინტერნეტში AI-ზე უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ის ხშირად ფრაგმენტულია და ზედმეტად ტექნიკური. ბიზნესს კი კონკრეტული მაგალითები და მარტივი განმარტება სჭირდება — როგორ შეიძლება ეს ინსტრუმენტი მათ საქმეში გამოიყენონ“, — აღნიშნავს ტატა.
მიზანი — დავამსხვრიოთ მითები
ვორქშოპის მთავარი ამოცანა იყო, ეჩვენებინა ის, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დიდი ორგანიზაციების პრივილეგია არ არის. ტატას ხედვით, პირიქით, ყველაზე დიდ სარგებელს ის მცირე და საშუალო ბიზნესს მოუტანს.
„AI შეიძლება გახდეს თქვენი მაღალკვალიფიციური ასისტენტი ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში, მარკეტინგში, IT-ში — იქ, სადაც მცირე ბიზნესს ცალკე სპეციალისტის დასაქირავებლად რესურსი არ აქვს.“
ოთხი ნაბიჯი AI-ის გასაგებად
ტატა მომცელიძის ვორქშოპი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი
მონაწილეებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად განსხვავდება ენობრივი მოდელების პასუხები სწორი და არასწორი დავალების შემთხვევაში და რატომ არ უნდა გააზიარონ კონფიდენციალური ინფორმაცია მოდელებთან მუშაობისას.
სპიკერი აღნიშნავს, რომ ვორქშოპს ესწრებოდნენ როგორც AI-ის გამოცდილი მომხმარებლები, ისე ისინიც, ვინც ამ ტექნოლოგიას პირველად გაეცნო. მონაწილეები იყვნენ საბროკერო, მარკეტინგის, სამედიცინო, საცალო და IT სექტორებიდან. დისკუსიები მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ხოლო უკუკავშირი — განსაკუთრებულად პოზიტიური.
AI საქართველოს ბანკი ყოველდღიურობაში
როგორც მონაცემთა ანალიტიკის გუნდის წევრი, ტატა AI-ს თითქმის ყველა პროექტში იყენებს — რთული ტექნიკური დოკუმენტების გასაგებად, ინფორმაციის სწრაფად მოსაძებნად და სამუშაო პროცესის დასაჩქარებლად.
„ბოლო პერიოდში ჩემს გუნდთან შემოსული პროექტების უმეტებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვასრულებთ, თუმცა გენერაციულ მოდელებს ძალიან ხშირად პირადი დავალებების შესრულებისთვისაც ვიყენებ. ახლა Google-ით ბევრად იშვიათად ვსარგებლობ — AI მოდელს ვაძლევ დავალებას და ის პოულობს, მიჯამებს და ფილტრავს საჭირო ინფორმაციას“, — ამბობს ტატა.
პრაქტიკული რჩევები
ტატა მომცელიძემ ვორკშოპის მონაწილეებს არაერთი რჩევა გაუზიარა. მათ შორის, ახალბედებს რეკომენდაცია მისცა, არ შეჩერდნენ მხოლოდ ChatGPT-ზე, სცადონ სხვა მოდელებიც, როგორებიცაა Claude, Gemini, Perplexity, Grok, ან ვიზუალური მოდელები:Midjourney და Sora.
„ყველა მოდელს თავისი უნიკალურობა აქვს, მთავარია, იპოვოთ ის, რაც თქვენს ბიზნესს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამასთან, დაიწყეთ მარტივი დავალებებით და მოდელს ხშირად ესაუბრეთ. დროთა განმავლობაში ის უკეთესად მოერგება თქვენს საჭიროებებს და აღარ დაგჭირდებათ ყოველ ჯერზე დავალების თავიდან ახსნა“, — განმარტა სპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° კი აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
ვორკშოპები პერიოდულად სხვადასხვა თემაზე იმართება, ხელოვნური ინტელექტის საკითხი კი საქართველოს ბანკისთვის, როგორც ინოვაციების მხარდამჭერი ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ვორქშოპის ჩატარების გამოცდილება, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა სფეროზე. იმედი მაქვს, რომ დამსწრეებმაც გაიზიარეს ყველა ის დადებითი ემოცია რაც მე ამ ორი დღის განმავლობაში მივიღე“, - დასძენს ტატა მომცელიძე.