მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

რა გაძვირდა და რა გაიაფდა - ნოემბრის სტატისტიკა

news image

წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ქლიავის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად მწვანილი  გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის ნოემბერში  2024 წლის ნოემბერთან შედარებით ქლიავი 101,77%%-ით გაძვირდა, ხოლო მწვანილი 40,25%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ქლიავი - 101,77%
  • მსხალი - 52,99%
  • ლიმონი - 45,48%
  • ატამი - 35,65%
  • კარტოფილი - 28,55%

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • მწვანილი - 40.25%
  • პომიდორი - 23,55%
  • წიწაკა - 19,92%
  • ბრინჯი - 14,02%
  • კიტრი - 13,01%

2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ცვლილებას მივესალმებით - საბანკო ასოციაცია სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარის აწევაზე

11.12.2025.15:35

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ და საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონებში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება, დადებითად აფასებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში.

ასოციაციის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი იოსებ ქურდაძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებისთვის საკმაოდ დადებითი ცვლილებაა. 

„ვფიქრობ, რომ სექტორისთვის არსებითი ცვლილება ეს არ არის იმიტომ, რომ ჩვენ როგორც შიდა განხილვის მექანიზმი გვაქვს დანერგილი, ისე ამ ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კომისიასთან, ისე თუ დავა გაგრძელდება - ეროვნულ ბანკთან და სასამართლოში გადასხიხოლმე ეს თემები. მარტივად, რომ გითხრათ არსებით ცვლილებად ამას არ განვიხილავთ, თუმცა მომხმარებლებისთვის დადებითია ეს ცვლილება და სექტორისთვისაც კარგია და საზიანო აქ არაფერი არ არის. 

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ კომისიის გარეშეც მიმართონ სასამართლოს და ეს იგივე რჩება. გაიწერა უბრალოდ სავარაუდო, სადავო საკითხების მოცულობა, რომელიც კომისიაში განიხილება - ალბად გაიზრდება. თუმცა არსებით ცვლილებებს არ ველოდებით. ცვლილებას ზოგადად მივესალმებით.

კომისია დამატებითი მექანიზმია და რატომაც არა? ახლა უფრო მეტ მომხმარებელს მიეცემა საშუალება, რომ გამოიყენოს ეს მექანიზმი - ამაში უარყოფითს არაფერს არ ვხედავთ. ჩვენთვისაც კომფორტულია კომისიასთან თანამშრომლობა“, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი იოსებ ქურდაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.

ცვლილების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად აქამდე არსებული 50 000 ლარისა.

გარდა ამისა, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა, დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს. მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა