მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ქვეყანაში საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა, ბაზრის ლიდერობას კი კვლავ Mastercard-ი ინარჩუნებს

news image

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12,3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 0,9%-ით.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10 608 929 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9 441 209 ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 730 535 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 0,4%-იან, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 15,8%-იან ზრდას აჩვენებს.

ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 54%-ს Mastercard-ი ფლობს, 28,3%-ს VISA, AMEX კი 14,5%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 3 004 311 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1,5%-ია, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 9,6%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, ოქტომბერში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 541 003 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 1,6%-იანი, ხოლო წლიურ ჭრილში 21,9%-იანი ზრდაა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

16.01.2026.15:00

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.

წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში  24 107 775 ათას ლარს შეადგენდა. 

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.

დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა