მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

ქვეყანაში მოქმედი საგადახდო სადებეტო ბარათების ბაზრის ლიდერი კვლავ Mastercard-ია

news image

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 13.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 0,6%-ით.

2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10,780,644 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9,491,729 ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5,751,098 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 0,04%-იან, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 13.2%-იან ზრდას აჩვენებს.

დეკემბრის ბოლოს არსებული სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 53,3%-ს Mastercard-ი ფლობს, 29,2%-ს VISA, AMEX კი 14,3%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 3,148,911  ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2,7%-ია, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 17.6%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, დეკემბერში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,546,672 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2,5%-იან კლებას, ხოლო წლიურ ჭრილში 18%-იან ზრდას აჩვენებს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა