ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 9,7%-ით გაიზარდა
მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 41.9%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 11.8%-ი Mastercard-ზე. 2026 წლის იანვრის ბოლოსთვის ამ ბაზარზე AMEX-ის წილი 20,6%-ი იყო.
სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 804,087 ერთეული შეადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, იანვრის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 336,632 ერთეულს შეადგენდა, AMEX-ის 165,991 ერთეულს, ხოლო Mastercard-ის 95,222 ერთეულს.
205,426 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2026 წლის იანვარში 2025 წლის იანვართან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 21,7%-ითაა გაზრდილი, ხოლო Mastercard-ის 6,2%-ითა შემცირებული. სამაგიეროდ წლიურ ჭრილში 12,4%-იანი ზრდაა AMEX-ის საკრედიტო ბარათების რაოდენობის კუთხით.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წლის იანვარში 2025 წლის დეკემბერთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 0.02%-ითაა შემცირებული, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით 9,7%-იანი ზრდაა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.