ქართული საფინანსო სისტემის SWIFT-დან გათიშვის საფუძველი არ არსებობს - ალექსანდრე ძნელაძე
ქართული საფინანსო სისტემის SWIFT-დან გათიშვის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აკეთებს. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის სავალდებულო.
„საქართველოს საბანკო სისტემა არის სვიფტის (მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების) წევრი და მონაწილე. ქართული საფინანსო სისტემის SWIFT-დან გათიშვის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც დიდი ალბათობით ეყრდნობით, არ არის სავალდებულო და ეხება პერსონალურ სანქციებს და არა საქართველოს საბანკო სისტემის ჩახსნას SWIFT-დან“, - აცხადებს ძნელაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.07.2025.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1875 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7174 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7174 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1875 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1805 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.