PLUS ბარათის გათამაშება გრძელდება – გაიცანით გამარჯვებული, რომელმაც 10 000 ლარი მოიგო
საქართველოს ბანკი PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. PLUS ბარათის მფლობელებისთვის PLUS ქულების დაგროვება სულაც არ არის ერთადერთი პრივილეგია – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეთავაზებების, გათამაშებებისა თუ ფასდაკლებების ჩამონათვალში, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ საყიდლებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
საქართველოს ბანკის PLUS ბარათის გათამაშება 7 აპრილს დაიწყო და 1 ივნისამდე გრძელდება. გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგონ.
გათამაშებას უკვე 1500-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი PLUS ბარათის ახალგაზრდა მომხმარებელი – რეზო გოგატიშვილია, რომელიც 10 000 ლარით დასაჩუქრდა.
18 წლის რეზო ფოთში მებაღედ მუშაობს და სწორედ ამ პარკის მახლობლად, ხშირად უწევს სასურსათო მაღაზიაში სიარული. რამდენიმე დღის წინ, კი ერთ-ერთი შენაძენის დროს, სრულიად მოულოდნელად გაიგო რომ გამარჯვებული გახდა.
„გათამაშების შესახებ ვიცოდი, შეტყობინება მომივიდა რამდენიმე დღით ადრე, თუმცა ყურადღება მაინცდამაინც არ მიმიქცევია, რადგან ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია და თავი ძალიან უიღბლოც კი მეგონა. გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო, რომ დამირეკეს თავიდან არც დავიჯერე, ხუმრობა მეგონა. PLUS ბარათი ერთი წლის წინ ავიღე. ვიცოდი, ქულების დაგროვებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ, თუმცა დიდად არ ვყოფილვარ ჩართული. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რაღაცები შეუძლებელია, ნამდვილად დაიმსხვრა და სამომავლოდ ვაპირებ უფრო აქტიურად ვადევნო თვალი სხვადასხვა შეთავაზებებსა თუ გათამაშებებს”, - ამბობს რეზო.
ინფორმაციისთვის, გათამაშებაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხას გადაიხდით ან რომელ მაღაზიაში, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ გათამაშებაში მონაწილეობას. გადახდისას აუცილებელია გამოიყენოთ PLUS ბარათი.
დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ გათამაშების პარალელურად მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა აქვთ და მათი გადაცვლა სამომავლოდ სასურველ ნივთებსა თუ მომსახურებაში შეუძლიათ.
შეუკვეთეთ PLUS ბარათი და ჩაერთეთ გათამაშებაში
გათამაშება 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, წინ მთელი თვეა. არ დაკარგოთ დრო, აიღეთ PLUS ბარათი, ჩაერთეთ გათამაშებაში და დაელოდეთ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს.
PLUS ბარათის აღებას ძალიან მარტივად, მის აღებას საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ. ბარათის ელექტრონული ვერსიას კი სულ რამდენიმე წუთში, მობილ ბანკში გაიაქტიურებთ.
სხვა სიახლეები
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს
24.11.2026.16:39
2026 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს.
ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 50 მილიონი ლარი, რაც ახალი სამთავრობო ინიციატივის შესაბამისად, მიიმართება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციოდ. ჯამში, ამ მიზნით მიმდინარე წელს 100 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენი თანხა უკვე განსაზღვრულია 2027 წლის ბიუჯეტში.
სპორტის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 35 მილიონი ლარი.
სკოლების დაფინანსების ნაწილში წარმოქმნილი საჭიროების შესაბამისად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 10 მილიონი ლარი.
მიმდინარე წლის რთველის ფარგლებში, ყურძნის შესყიდვისა და მისი გადამუშავების ხარჯების დაფინანსების მიზნით, დამატებით გამოეყოფა 170 მილიონი ლარი.
ეკონომიკის სამინისტროს 180 მილიონი ლარი გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის გადასაცემად. აღნიშნული თანხით, კორპორაცია უზრუნველყოფს ე.წ. ოფციური გაზის შესყიდვას, რომლითაც მომდევნო წლის განმავლობაში განხორციელდება მოსახლეობის მომარაგება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი გაზრდილია 45 მილიონი ლარით.
დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის, დამატებით გამოყოფილია 15 მილიონი ლარი.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი ეკონომიაა საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ნაწილში. შესაბამისად, ამ მიზნით გამოყოფილი თანხა მცირდება 237 მილიონი ლარით.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, რომელიც ნაწილდება წლის განმავლობაში წარმოქმნილი დამატებითი საჭიროებების დასაფინანსებლად, მომდევნო წელს დაგეგმილი რიგი პროექტების დაფინანსებასა და ყველაზე დიდი მოცულობით - ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე.
„ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი თავდაპირველად დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის ნაცვლად, განახლებული გეგმის მიხედვით, მცირდება 1.2 პროცენტამდე, თუმცა შესაძლებელია ფაქტიური მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი მივიღოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.