მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

პირველი წელი მიკრობანკის სტატუსით - „კრისტალის“ შედეგები და უახლოესი გეგმები

news image

მიკრობანკების ინსტიტუტის ამოქმედების პირველი წელი საქართველოში უკვე იძლევა შეფასებების გაკეთების შესაძლებლობას. მიკრობანკმაკრისტალმა 2025 წელს როგორც ტრანსფორმაციის, ისე ოპერაციული სტაბილიზაციის ეტაპს წარმატებით გაართვა თავი. ამ ყველაფერმა დადებითი ასახვა ჰპოვა მის ფინანსურ მაჩვენებლებზე, პროდუქტების დივერსიფიკაციასა და კონკურენტული პოზიციების გაძლიერებაზე. უფრო მეტი დეტალის გასაგებად Business Insider Georgia „კრისტალისგენერალურ დირექტორს, ილია რევიას ესაუბრა.

- როგორი იყო მიკრობანკიკრისტალისთვის“ 2025 წელი, რა შეფასებას აძლევს მენეჯმენტი იმ განვლილ გზას, რაცკრისტალმამიკრობანკის სტატუსის მიღების შემდეგ გაიარა?

- 2025 წელი „კრისტალის“ ისტორიაში გამოწვევებით და ამავდროულად მიღწევებით გამორჩეული, ვიტყოდი კიდეც რომ გარდამტეხი აღმოჩნდა. უკვე თებერვალში მიკრობანკის ლიცენზიa მივიღეთ და ფინანსური ბაზრის უფრო მაღალ ლიგაში გადავედით.  მიკრობანკად ტრანსფორმაცია, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და გამართლებული პროექტი იყო. რაც მთავარია, ლიცენზიის მიღებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში საბანკო ტრანზაქციების და ახალი პროდუქტების წარმატებულად გაშვებაც შევძელით, რისი პრეცედენტიც საქართველოში მანამდე არცერთ ბანკს არ ჰქონია.

ამ დიდმა წარმატებამ მნიშვნელოვანი ძვრები მოიტანა: ჩვენი პორტფელი გაიზარდა, პროდუქტები და სერვისები გამრავალფეროვნდა. უკვე არსებულ მომსახურებებსა და  მიმართულებებს განსაკუთრებული სიახლეები დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებლებს მეტი შესაძლებლობის რეალიზების საშუალება მივეცით, გავაფართოვეთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მხარი დავუჭირეთ საინტერესო ბიზნეს საქმიანობების დაწყებასა და განვითარებას.

ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ის, რომ უფრო აქტიურად ჩავრთულიყავით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში და, ამასთან ერთად, მოგვეპოვებინა ბაზარზე ბანკებისთვის დამახასიათებელი კონკურენტული შესაძლებლობები - ეს არის დეპოზიტების მოზიდვა და არასაკრედიტო პროდუქტები. ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები გადავდგით და ვფიქრობ, რომ შედეგებზეც აისახა. წინასწარი შედეგებით მივიღეთ 13.7 მილიონი მოგება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე ვოპერირებთ როგორც მიკრობანკი. და ამ პარამეტრით საქართველოში მოქმედი ბანკების ათეულში  მოვხვდით.

- თავის დროზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაკრისტალიორიენტირებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ანუ ამ მიმართულებითკრისტალისპოზიციონირება საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. მას შემდეგ, რაცკრისტალმა მიკრობანკის სტატუსი მიიღო, რა შეიცვალა თქვენი მომხმარებლებისთვის?

- ამ სეგმენტზე ორიენტაცია გრძელდება, ამავდროულად, მიკრობანკად ტრანსფორმაციამ  მოგვცა შესაძლებლობა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტად მოვიცვათ. აქტიურად ვართ კონცენტრირებული აგრო-მიმართულებაზე, რაც შეიცვალა, ეს არის არასაკრედიტო პროდუქტები: ანგარიშები, დეპოზიტები; უკვე დავიწყეთ გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში.

- დეპოზიტებიდან მიღებული თანხების გარდა, ვინ არიან დღეს მიკრობანკის ძირითადი დამფინანსებლები?

- ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ ძირითადად საერთაშორისო ინსტიტუტებთან - როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ბანკებთან. გასულ წელს,  პარტნიორების რიცხვი გაიზარდა და 20-ს გადააჭარბა, ხელი მოვაწერეთ დაფინანსების კონტრაქტებს EBRD-სთან და ასევე ევროპის საბჭოს ბანკთან. ამ ეტაპზე ჩვენი დაფინანსების დაახლოებით  ორი მესამედი მოზიდულია საერთაშორისო ინსტიტუტებიდან.

- დეპოზიტების განთავსებისას რა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რასაც მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და გაითვალისწინოს?

- პირველ რიგში ესაა ხელსაყრელი პირობები, ჩვენი საინვესტიციო პროდუქტები ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი სარგებლიანობით და პირობების მოქნილობით გამოირჩევა.

- რა გეგმები აქვსკრისტალსსერვისებისა და ახალი პროდუქტების დანერგვის კუთხით?

- უახლოეს პერიოდში „კრისტალი“  მომხმარებელს უკვე თავის სადებეტო ბარათს წარუდგენს. 2026 წელი კი „კრისტალმა“ გამოაცხადა გაციფრულების წლად. საუბარია ციფრული არხების განვითარებაზე მობილურ ბანკინგზე და ინტერნეტბანკინგზე. ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს.

- რა არის ის სამიზნე მაჩვენებლები, რასაც 2026 წელს მიკრობანკიკრისტალიუმიზნებს?

- 2025 წელი იყო ბაზარზე შესვლის წელი, ხოლო 2026 წელი მოიაზრება როგორც დამკვიდრების და პოზიციების გამყარების წელი. ვგეგმავთ ჩვენი საკრედიტო პორტფელის ზომიერ ზრდას. ამავდროულად, მეტ აქცენტს გავაკეთებთ არასაკრედიტო პროდუქტებზე, რათა ყველაფერი ეფექტიანად ამუშავდეს და მომხმარებელს პოზიტიური გამოცდილება შეექმნას. მათ შორის, ბარათებისა, და ციფრული არხების მიმართულებით.

რომ შევაჯამოთ, მომავალი პრიორიტეტები: 2026-2028 წლებში ჩვენი მიზანი ბაზარზე დამკვიდრება და ზრდა იქნება. ამ პროცესში მთავარ აქცენტს ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ციფრულ სერვისებზე, პროდუქტებზე და მომსახურების არხების გამრავალფეროვნებაზე  გავაკეთებთ.

„კრისტალის“ სტრატეგია და ხედვა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევებისადმი მდგრადია და კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ  მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან კვალიფიციური გუნდის, ჩვენი ერთგული მომხმარებლების და პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე სამომავლო წინსვლაც წარმოუდგენელი იქნება.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე

09.04.2026.19:00

FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.

„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა