პირველი მაისიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე სესხის გადატანისას წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2-დან 0.5 პროცენტამდე შემცირდა
სესხის ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო მცირდება და მისი მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 0.5 პროცენტით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა გზირიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში სესხის პორტირების შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2% იყო, პირველი მაისიდან კი 0.5 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა სიახლე მხოლოდ ახალ ხელშეკრულებებს ეხება, ანუ იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც პირველი მაისის შემდეგ გაფორმდება.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შევიდა ცვლილებები, რომელიც ამოქმედდა პირველი მაისიდან. ამ ცვლილებების მიხედვით, სესხის ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო მცირდება და მისი მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 0.5 პროცენტით. ეს ცვლილება ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ოღონდ იურიდიულ პირებს ორ მლნ ლარამდე ჯამური დავალიანების შემთხვევაში. ეს ხელს შეუწყობს, ზოგადად, კონკურენციას, ანუ მომხმარებლებს შეეძლებათ, უფრო მარტივად გადაიტანონ სესხი ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში, ნაკლები დანახარჯით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქამდე წინსწრებით დაფარვის საკომისიო საერთოდ არ იყო განსაზღვრული დოკუმენტური ოპერაციებისთვის, როგორებიც არის საბანკო გარანტია, კრედიტები და ა.შ. ამ შემთხვევაში ესეც დაწესდა. მაქსიმალური ზღვარი წინსწრებით საკომისიოსი დოკუმენტური ოპერაციების შემთხვევაში განისაზღვრა ორი პროცენტით, თუმცა აქაც ფიზიკური პირების შემთხვევაში, და იურიდიული პირების შემთხვევაში, რომელთა ჯამური დავალიანება არ აღემატება ორ მლნ ლარს, აქაც 0.5 პროცენტი იქნება. აქაც, ისევე, როგორც სესხების შემთხვევაში, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს მეტ კონკურენციას და მომხმარებლისთვის ნაკლებ დანახარჯს, როდესაც სესხის გადატანა უნდა ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში. ეს ეხება ნებისმიერი ტიპის სესხს. რეფინანსირება ამ შემთხვევაში გამოიყენება ტერმინად, როდესაც ერთი ორგანიზაციიდან მეორეში გადაგვაქვს სესხი. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ცვლილებები ეხება პირველი მაისიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებს. ანუ ახალი ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდება, ამ ხელშეკრულებების რეფინანსირების შემთხვევაში, ანუ ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში იმოქმედებს უკვე შემცირებული წინსწრებით დაფარვის საკომისიო“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან ლაშა გზირიშვილმა.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.
„ზუსტად ეს არის მიზანი, რომ როდესაც მომხმარებელს აქვს უკეთესი შემოთავაზება, მაგალითად, სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან, სესხის გადატანის შემთხვევაში აქამდე თუ უწევდა ორი პროცენტის გადახდა, ახლა შეუძლია, გადაიხადოს მხოლოდ 0.5 პროცენტი. ეს შეეხება ახალ ხელშეკრულებებს, რომლებიც პირველი მაისიდან გამოფორმდება“, – განაცხადა გზირიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:27
საქართველოს ბანკი PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. PLUS ბარათის მფლობელებისთვის PLUS ქულების დაგროვება სულაც არ არის ერთადერთი პრივილეგია – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეთავაზებების, გათამაშებებისა თუ ფასდაკლებების ჩამონათვალში, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ საყიდლებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
საქართველოს ბანკის PLUS ბარათის გათამაშება 7 აპრილს დაიწყო და 1 ივნისამდე გრძელდება. გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგონ.
გათამაშებას უკვე 1500-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი PLUS ბარათის ახალგაზრდა მომხმარებელი – რეზო გოგატიშვილია, რომელიც 10 000 ლარით დასაჩუქრდა.
18 წლის რეზო ფოთში მებაღედ მუშაობს და სწორედ ამ პარკის მახლობლად, ხშირად უწევს სასურსათო მაღაზიაში სიარული. რამდენიმე დღის წინ, კი ერთ-ერთი შენაძენის დროს, სრულიად მოულოდნელად გაიგო რომ გამარჯვებული გახდა.
„გათამაშების შესახებ ვიცოდი, შეტყობინება მომივიდა რამდენიმე დღით ადრე, თუმცა ყურადღება მაინცდამაინც არ მიმიქცევია, რადგან ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია და თავი ძალიან უიღბლოც კი მეგონა. გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო, რომ დამირეკეს თავიდან არც დავიჯერე, ხუმრობა მეგონა. PLUS ბარათი ერთი წლის წინ ავიღე. ვიცოდი, ქულების დაგროვებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ, თუმცა დიდად არ ვყოფილვარ ჩართული. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რაღაცები შეუძლებელია, ნამდვილად დაიმსხვრა და სამომავლოდ ვაპირებ უფრო აქტიურად ვადევნო თვალი სხვადასხვა შეთავაზებებსა თუ გათამაშებებს”, - ამბობს რეზო.
ინფორმაციისთვის, გათამაშებაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხას გადაიხდით ან რომელ მაღაზიაში, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ გათამაშებაში მონაწილეობას. გადახდისას აუცილებელია გამოიყენოთ PLUS ბარათი.
დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ გათამაშების პარალელურად მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა აქვთ და მათი გადაცვლა სამომავლოდ სასურველ ნივთებსა თუ მომსახურებაში შეუძლიათ.
შეუკვეთეთ PLUS ბარათი და ჩაერთეთ გათამაშებაში
გათამაშება 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, წინ მთელი თვეა. არ დაკარგოთ დრო, აიღეთ PLUS ბარათი, ჩაერთეთ გათამაშებაში და დაელოდეთ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს.
PLUS ბარათის აღებას ძალიან მარტივად, მის აღებას საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ. ბარათის ელექტრონული ვერსიას კი სულ რამდენიმე წუთში, მობილ ბანკში გაიაქტიურებთ.