მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

პირველი ეროვნული ფულის ერთეულის - ქართული ბონის მიმოქცევაში შესვლიდან 106 წელი გავიდა

news image

პირველი ეროვნული ფულის ერთეულის -  ქართული ბონის მიმოქცევაში შესვლიდან 106 წელი გავიდა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ქართული ბონი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. 

„1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში შევიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული #ქართულიბონი, რომელიც დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა 1919-1921 წლებში.

106 წლის წინ დაბეჭდილი ქართული ბონი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ესკიზები მხატვრებმა - იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები "სდრ".

ქართულ ბონზე ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის ხელმოწერაა დატანილი. აღსანიშნავია, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც ქართული ფულის ნიშნების შექმნის, ისე სახელმწიფო ბანკის დაფუძნების საქმეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მომავალი წლის PLUS-ის დაბადების დღისთვის

11.07.2025.17:15

უკვე 8 წელია 5 ივლისი შოპინგის დღესასწაულად იქცა. PLUS ქულების დაბადების დღეს ადამიანები მთელი წელი ელოდებიან, ამ დღეს დიდი ხნის ნანატრი ნივთები 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ, მაშინაც კი, თუ მაღაზიაში უკვე მოქმედებს ფასდაკლება.

წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებით  აქტიური და დასამახსოვრებელი გამოდგა და შავ პარასკევსაც კი აჯობა. დიდი რიგები მაღაზიებთან, უამრავი გახარებული და ბედნიერი ადამიანი. თუმცა თუ ფიზიკურ მაღაზიებში სიარული არ გიყვართ, ონლაინაც შეგეძლოთ შოპინგი და შეთავაზებით სარგებლობა.

თუ ამ დაბადების დღეზე PLUS ქულები არ დაგიხარჯავთ და საერთოდ ვერ გაგიგიათ, როგორ აგროვებენ იმდენ ქულას, რომ ძვირადღირებულ ტექნიკასაც კი ყიდულობენ, ამ ბლოგში პატარა რჩევებსა და ხრიკებს გაგიზიარებთ:

გადაიხადეთ PLUS ბარათით

PLUS ქულები საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო ბარათით გადახდისას გროვდება, მთავარია, გადახდა შეასრულოთ საქართველოს ბანკის ტერმინალზე, ონლაინ გადახდისას კი აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. თუმცა, PLUS ბარათს განსაკუთრებული პირობები აქვს.  სხვა სადებეტო ბარათებთან შედარებით ამ ბარათით გადახდისას 4-ჯერ მეტი PLUS ქულა შეგიძლიათ დააგროვოთ, თქვენი სტატუსის მიხედვით. ამასთანავე, ყოველ თვიურად განსაკუთრებული შეთავაზებები გელოდებათ, რომლის მეშვეობითაც უფრო მეტი ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. PLUS ბარათის შეკვეთას სრულიად უფასოდ ამ ბმულზე შეძლებთ და სხვა დეტალებსაც გაეცნობით.

თვალი ადევნეთ შეთავაზებებს

საქართველოს ბანკი PLUS ბარათის მფლობელებისთვის ხშირად ქმნის შეთავაზებებს პარტნიორ მაღაზიებში, რომელთა სიაც ძალიან გრძელია. ბარათით გადახდისას ზოგჯერ 10-ჯერ ან 50-ჯერ მეტი ქულის დაგროვებაც კი შეგიძლიათ, ან PLUS ქულების სახით ქეშბექის მიღება.  თუ ტანსაცმლის, საჩუქრის, უბრალოდ ახალი ნივთის ყიდვას, დასვენებას ან კაფეში მეგობრებთან ერთად წასვლას გეგმავთ,  წინასწარ გადაავლეთ თვალი  მრავალფეროვანი შეთავაზებების გვერდს და აუცილებლად იპოვით საყვარელ ადგილს. ყოველდღიური შეთავაზებების ნახვა კი მარტივად, მობილბანკშიც შეგიძლიათ.

ქულების გადარიცხვა

ალბათ იცით, რომ PLUS ქულების გადარიცხვა მობილბანკის საშუალებით სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. ამიტომ სასურველი ნივთისთვის შეგიძლიათ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად შეაგროვოთ თანხა და PLUS დაბადების დღეზე ერთ ანგარიშზე გააერთიანოთ.

საკრედიტო AmEx ბარათით დაგროვება

შეიძლება AmEx საკრედიტო ბარათს იყენებთ და MR ქულები გიგროვდებათ. MR ქულების PLUS ქულებში კონვერტაცია ასევე მობილბანკის საშუალებითაა შესაძლებელი, თანაც უკეთესი კურსით. საკრედიტო AmEx ბარათსაც საინტერესო შეთავაზებები აქვს ყოველკვირეულად, რომელთა საშუალებითაც მეტი MR ქულა გროვდება. ამიტომ, თუ საკრედიტო ბარათით არჩევთ ქულების დაგროვებას, თვალი ადევნეთ MR ქულების შეთავაზებებს და დაგროვილი MR-ები PLUS ქულებში გადაცვალეთ.

საიდუმლო ხრიკი

თუ თქვენი მეგობრები  არ აგროვებენ ქულებს, ან იშვიათად იყენებენ საქართველოს ბანკის ბარათს, საერთო შეკრებების, მოგზაურობების დროს, როცა ხარჯებს ინაწილებთ, თქვენი ბარათით გადაიხადეთ თანხა. თანხის გაყოფას, განაწილებას კი უმარტივესად მობილბანკით შეძლებთ. არ დაგჭირდებათ ბევრი ანგარიში,  მეგობრებს მონიშნავთ კონტაქტებში, გაუგზავნით თანხის გაყოფის მოთხოვნას მობილბანკიდან, მიუთითებთ საკუთარ ანგარიშს და თქვენს მიერ დახარჯულ თანხას გადმოგირიცხავენ. თუ ამ ბლოგს თქვენი მეგობრებიც წაიკითხავენ, შეიძლება საერთო შეკრებისას გადახდის ბევრი მსურველი გამოჩნდეს.

თუ სწორად დაგეგმავთ საყიდლებს, PLUS ბარათით გადაიხდით და შეთავაზებებსაც არ გამოტოვებთ, იმაზე მარტივად შეაგროვებთ შოპინგისთვის საკმარის ქულებს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სწორედ ასე ყიდულობენ ადამიანები ტექნიკას, სამკაულებს და სხვა ნივთებს, რომლებიც დიდი ხანია უნდათ, თუმცა  თანხის გადადებას ვერ ახერხებენ.

 ასე რომ, გაითვალისწინე რჩევები და წინასწარ დაიწყე მზადება მომავალი წლის PLUS დაბადების დღისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა