მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ოქტომბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამური გამოშვების მოცულობამ 248.75 მლნ ლარი შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო

news image

2025 წლის ოქტომბერში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 248.75 მლნ ლარი. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 
საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.143% შეადგინა. გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 4, 6, 9 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 80 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.

2025 წლის 31 ოქტომბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 40.1% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 26%).
მოთხოვნის კოეფიციენტი ოქტომბერში გასული თვის მაჩვენებელთან (სექტემბერი 2.56) შედარებით შემცირდა და 2.11 შეადგინა.

ოქტომბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა 3.72 იყო.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image FTSE 100-ის წამყვანი კომპანიები | რომელი გლობალური ბრენდები ქმნიან ლონდონის საფონდო ბირჟის ძალას

12.03.2026.10:00

ლონდონის საფონდო ბირჟის სიძლიერეს, რომელიც 2026 წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა, ძირითადად რამდენიმე წამყვანი კომპანია განსაზღვრავს. ეს ბრენდები არა მხოლოდ FTSE 100-ის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ, არამედ წამყვან როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკაშიც. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.

2026 წელი ლონდონის საფონდო ბირჟამ ისტორიული რეკორდით დაიწყო - FTSE 100 ინდექსმა არსებობის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 10,000-იან ნიშნულს. გლობალური ბაზრებზე ტენდენციას, ხელი შეუწყო ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინებმა, ხელოვნური ინტელექტის ბუმმა და ეკონომიკურმა აქტივობამ. ეს ისტორიული ნიშნული ასახავს FTSE 100-ის გამორჩეულ 12 თვეს, რომლის განმავლობაშიც ინდექსმა 21.5%-იანი ზრდა აჩვენა.

გასული წლის აპრილში ბაზრებზე დაძაბულობა შეინიშნებოდა, როცა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებზე მკვეთრი გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა. თუმცა შემდგომ აქციების ფასი აღდგა, რადგან სავაჭრო ომის ფაქტორის დაძაბულობის ხარისხი შემცირდა.

ტრამპის სავაჭრო ომების გამო შექმნილმა გაურკვევლობამ გარკვეულ ინვესტორებს უბიძგა აშშ-ის ბაზრებიდან ბრიტანეთში გადაენაცვლათ.

გაურკვევლობა ფულის მიმოქცევასა და ფასების პერსპექტივებზე, ზრდიდა რისკს, რის გამოც ნაწილმა ინვესტორებმა გადაწყვიტეს, გადაენაცვლათ კაპიტალი უფრო სტაბილურ, მნიშვნელოვანი კაპიტალიზაციის მქონე ბაზრებზე. ამ კონტექსტში FTSE 100 გამოირჩა როგორც მიმზიდველი, სანდო ალტერნატივა: მისი შემადგენლობა აერთიანებს ფინანსურად მყარ, საერთაშორისო ოპერაციებითა და სტაბილური დივიდენდული პოლიტიკით წარმოდგენილ კომპანიებს, რაც ინვესტორებს უზრუნველყოფს როგორც გრძელვადიანი შემოსავლის წყაროს, ასევე შედარებით დაბალ რისკს აშშ-ის ინდექსებთან შედარებით. ამ ინდექსს განსაკუთრებულად აკვირდებიან ინვესტორები, ვინც ეძებს სტაბილურობას, დივერსიფიკაციას, სანდრო ინვესტირების შესაძლებლობებს, კაპიტალის უსაფრთხოობის შენარჩუნებას და მდგრად ზრდას.

FTSE 100 მოიცავს 100 ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კომპანიას, რომლებიც ლონდონში არის რეგისტრირებული. ინფორმაციისთვის, ინდექსის ისტორია 1984 წლიდან იწყება, როცა ინდექსი გამოისახებოდა 1,000 პუნქტით - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი დაფიქსირდა  986.9 ივლისში 1984 წელს.

ბრენდები, რომლებიც ქმნიან ლონდონის საფონდო ბირჟის ძალას

  • Shell | გლობალური ენერგეტიკული გიგანტი (ნავთობი, გაზი, LNG და განახლებადი ენერგია)
  • Burberry Group | ისტორიული ბრიტანული ლუქს მოდის ბრენდი
  • AstraZeneca | მსოფლიო ლიდერი ფარმაცევტულ და ბიოტექნოლოგიურ მედიცინაში
  • BP | მსხვილი ენერგეტიკული კომპანია, რომელიც აქტიურად გადადის განახლებად ენერგიაზე
  • HSBC Holdings | საერთაშორისო საბანკო ჯგუფი, განსაკუთრებით ძლიერი პოზიციით აზიის ბაზარზე
  • Rolls-Royce Holdings | ავიაძრავებისა და თავდაცვის ტექნოლოგიების მწარმოებელი
  • Unilever | ფლობს გლობალურ საკვები და პირადი ჰიგიენის ბრენდებს
  • GSK | ვაქცინებისა და ჯანდაცვის პროდუქტების საერთაშორისო მწარმოებელი
  • Barclays | დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო და საინვესტიციო ბანკი
  • Rio Tinto Group | გლობალური სამთო კომპანია (რკინა, სპილენძი, ალუმინი და სხვა რესურსები)
  • Diageo | საერთაშორისო ალკოჰოლური სასმელების კომპანია (ფლობს Johnnie Walker-სა და Guinness-ს)
  • BAE Systems | ერთ-ერთი უდიდესი თავდაცვისა და სამხედრო ტექნოლოგიის კომპანია მსოფლიოში
  • Lloyds Banking Group | დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი საცალო და კომერციული ბანკი
  • NatWest Group | ბრიტანული საბანკო ჯგუფი, რომელიც ემსახურება ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს
  • British American Tobacco | გლობალური თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების კომპანია
  • Glencore | სასაქონლო რესურსების ვაჭრობისა და სამთო ინდუსტრიის გიგანტი
  • Tesco | დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელი.
  • Sainsbury’s | ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო და საკვები პროდუქციის ქსელი.
  • Anglo American | მრავალპროფილური გლობალური სამთო კომპანია.
  • Reckitt Benckiser Group | ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მწარმოებელი

FTSE 100-ის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა