ოქტომბერში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლმა 2,130.2 მლნ ლარი შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო
2025 წლის ოქტომბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,130.2 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
2025 წლის სექტემბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 12.8 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 15.4 პროცენტით. ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 654.1 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა 146.7 მლნ ლარით.
2025 წლის სექტემბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონიეს აქციზიდან, დღგ-დან და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელთა პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შესაბამისად შეადგინა 1.3%, 5.5% და 3.9%.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
10.11.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1293 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7065 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7065 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1293 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1272 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0021 ლარი შეადგინა.