მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ონლაინ სესხები ბიზნესისთვის ფულზე ხელმისაწვდომობის პრობლემას გადაჭრის - დავით კიკვიძე

news image

ფინტექ ასოციაცია ინიციატივაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც მცირე ბიზნესს ონლაინ სესხებზე წვდომა ექნება.

როგორც ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ ასოციაციის 2023 წლის მუშაობის შეჯამებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასოციაცია ამ იდეაზე ინტენსიურად მუშაობს და სქემაში ჩასართავად სხვადასხვა კომპანიები მზად არიან, თუმცა მანამდე საჭიროა პოლიტიკური ნება საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაზეც ასოციაცია სამომავლოდ კომუნიკაციას შესაბამის უწყებებთან აპირებს.

„საქართველოში დაკრედიტებას ძირითადად კომერციული ბანკები ახორციელებენ. გვაქვს მიკროსაფინანსო სექტორიც, რომელიც ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში აქტიურად ვერ მონაწილეობს.

შესაბამისად, არსებობენ ალტერნატიული ფინანსური ინსტიტუტები, კერძოდ, ონლაინ სესხები. ონლაინ სესხების მიმართულება საქართველოში იყო, თუმცა მხოლოდ ფიზიკური პირების დაკრედიტებას ახდენდა.

დღეს მსოფლიოში ბევრი ონლაინ კომპანიაა, რომელიც ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზეა ორიენტირებული. ბანკებიდან სესხის აღებას, მით უმეტეს ბიზნესისთვის ბევრი ბიუროკრატიული პროცესი სჭირდება, ონლაინ სესხები კი ამ პროცესს ამარტივებს და ნაღდი ფულის პრობლემა მცირე ბიზნესისთვის აქტიურად აღარ დგას.

ბიზნესს ნაღდი ფული მუდმივად სჭირდება, რათა საბრუნავი კაპიტალი შეივსოს. შესაბამისად, ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება ონლაინ დაკრედიტების მიმართულების გამარტივების შედეგად. ჩვენ თუ მივცემთ საშუალებას, რომ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები საქართველოში კვლავ შემოვიდნენ ვფიქრობ, რომ ბიზნეისთვის ფულთან ხელმისაწვდომობა, ფულის ბრუნვა მნიშვნელოვნად გამარტივდება “, - ამბობს დავით კიკვიძე. 

მისი თქმით, ონლაინ სესხები ბიზნესისთვის ფულზე ხელმისაწვდომობის პრობლემას გადაჭრის.

„აკრძალვამდე საქართველოში ონლაინ სესხების ბაზარი სრულად მოუწესრიგებელი იყო. ბაზრის ბევრი მოთამაშე არასწორი თამაშის წესებით მოქმედებდა. ამ ყველაფერმა კი სექტორი საკმაოდ დაამახინჯა და სოციალური პრობლემა შეიქმნა. ჩემი აზრით, თავიდანვე ხისტი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც გადაწყდა ამ კომპანიების ბაზრიდან გაშვება. 

თუმცა დღეს გვჯერა, რომ თავად ბაზარისა და მომხმარებლების ფინანსური განათლების დონე უფრო მაღალია.  ვფიქრობთ, რომ უკვე მზადაა ნიადაგი, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები შემოვიდნენ, ცხადია შესაბამისი რეგულირების ქვეშ და ის სოციალური პრობლემა, რაც ონლაინ სესხებმა თავის დროზე გამოიწვია აღარ შეიქმნას.  ამიტომ ბაზარზე უნდა შემოვიდნენ კომპანიები, რომლებიც ერთის მხრივ მილიონობით ლარის გადასახადებს გადაიხდიან ბიუჯეტში და ათასობით ადამიანს დაასაქმებენ“, - აცხადებს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე.

2018 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ონლაინ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი შეიცვალა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 100%-დან 50%-მდე შემცირდა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

17.11.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1424 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7080 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება  2.7080 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც 2.7085 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა