მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.5
0.0001
flag
AZN 1.5824
-0.0003
flag
CNY 38.738
0.0032
flag
EUR 3.1903
-0.0185
flag
GBP 3.6848
-0.0142
flag
KZT 53.23
-0.0048
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.6902
-0.0006

აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება - ნოემბერში აშშ-დან ფულადი ტრანსფერები წლიურად 15.5%-ით გაიზარდა

news image

2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დასაწყისიდან 11 თვეში გადმორიცხულია 3,308.5 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.5%-ს შეადგენს, შესაბამისი 135.8 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 14.2%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ნოემბერში აშშ-დან 15.5%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 57.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.8 მლნ აშშ დოლარი (99.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის ნოემბრის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3% მეტია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image SMEs მიმართულებით ვგეგმავთ როგორც არსებული პროგრამების გაძლიერებას, ასევე ახალი, კონკრეტულ სექტორებზე მორგებული ინიციატივების გაშვებას - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი

02.02.2026.19:00

SME სექტორი საქართველოს ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ჩვენი ხედვით კი, ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის მთავარი მამოძრავებელი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ციფრული გადახდები, უკვე აღიქმება როგორც ეკონომიკური ზრდის ახალი სტიმული.

Mastercard-ის როლი SME-ების მიმართულებით რამდენიმე შრეზე ნაწილდება. უპირველესი, ესაა ინფრასტრუქტურა. პარტნიორ ბანკებთან და პროვაიდერებთან ერთად ვზრდით POS-წერტილების რაოდენობას, ვამარტივებთ ონლაინ-გადახდების ინტეგრაციას და ვეხმარებით ბიზნესებს, მიიღონ უნაღდო გადახდის შესაძლებლობა იქ, სადაც მომხმარებელი უკვე არის, იქნება ეს ოფლაინ, ონლაინ თუ მობილურზე.

შემდეგი, შრე, ესაა კონსულტაცია და ანალიტიკა. ჩვენი სერვისების გუნდი ადგილობრივად მუშაობს ბანკებთან და მაღალშემოსავლიან მერჩანტებთან, რათა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით გაზარდონ გაყიდვები, ლოიალურობა და მარჟა.  

და ცხადია, კიდევ ერთი ეტაპია განათლება და კადრების განვითარება. AI სრულ კურსთან და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, ვცდილობთ, რომ მომავალ თაობას მივცეთ უნარები, რომლებიც სჭირდებათ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ეკოსისტემაში წარმატებისთვის, მათ შორის მცირე ბიზნესების შექმნისა და მასშტაბირებისთვის.

2026-ში SME-ების მიმართულებით ვგეგმავთ როგორც არსებული პროგრამების გაძლიერებას, ასევე ახალი, კონკრეტულ სექტორებზე (ტურიზმი, ჰოსპიტალობა, ელექტრონული კომერცია) მორგებული ინიციატივების გაშვებას“, - აცხადებს  Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა