ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა გეგმას 3.4%-ით გადააჭარბა - ფინანსთა სამინისტრო
2025 წლის ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,091.0 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 3.4%-ით აღემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გათავსებული.
2025 წლის ოქტომბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 14.2 პროცენტით, ხოლო
ხარჯები გაიზარდა 22.5 პროცენტით.
სამინისტროს ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს,
შეადგინა 262.8 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა-35.7 მლნ ლარით.
2025 წლის ოქტომბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი. დადებითი გავლენა იქონიეს აქციზიდან, დღგ-დან და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელთა პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შესაბამისად შეადგინა 2.9%, 3.4% და 5.5%
სხვა სიახლეები
SMEs მიმართულებით ვგეგმავთ როგორც არსებული პროგრამების გაძლიერებას, ასევე ახალი, კონკრეტულ სექტორებზე მორგებული ინიციატივების გაშვებას - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი
02.02.2026.19:00
SME სექტორი საქართველოს ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ჩვენი ხედვით კი, ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის მთავარი მამოძრავებელი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ციფრული გადახდები, უკვე აღიქმება როგორც ეკონომიკური ზრდის ახალი სტიმული.
„Mastercard-ის როლი SME-ების მიმართულებით რამდენიმე შრეზე ნაწილდება. უპირველესი, ესაა ინფრასტრუქტურა. პარტნიორ ბანკებთან და პროვაიდერებთან ერთად ვზრდით POS-წერტილების რაოდენობას, ვამარტივებთ ონლაინ-გადახდების ინტეგრაციას და ვეხმარებით ბიზნესებს, მიიღონ უნაღდო გადახდის შესაძლებლობა იქ, სადაც მომხმარებელი უკვე არის, იქნება ეს ოფლაინ, ონლაინ თუ მობილურზე.
შემდეგი, შრე, ესაა კონსულტაცია და ანალიტიკა. ჩვენი სერვისების გუნდი ადგილობრივად მუშაობს ბანკებთან და მაღალშემოსავლიან მერჩანტებთან, რათა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით გაზარდონ გაყიდვები, ლოიალურობა და მარჟა.
და ცხადია, კიდევ ერთი ეტაპია განათლება და კადრების განვითარება. AI სრულ კურსთან და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, ვცდილობთ, რომ მომავალ თაობას მივცეთ უნარები, რომლებიც სჭირდებათ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ეკოსისტემაში წარმატებისთვის, მათ შორის მცირე ბიზნესების შექმნისა და მასშტაბირებისთვის.
2026-ში SME-ების მიმართულებით ვგეგმავთ როგორც არსებული პროგრამების გაძლიერებას, ასევე ახალი, კონკრეტულ სექტორებზე (ტურიზმი, ჰოსპიტალობა, ელექტრონული კომერცია) მორგებული ინიციატივების გაშვებას“, - აცხადებს Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი.