ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციაზე - თამთა სოფრომაძე
დაბალ და სტაბილურ ინფლაციას საქართველოში მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებენ, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, თუ სებ-ი დაინახავს, რომ მიუხედავად გლობალური ინფლაციური რისკებისა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო ნარჩუნდება, მაშინ კომიტეტს ექნება შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გააგრძელოს.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. ზოგადად, ნებისმიერი გადაწყვეტილების, კომიტეტის გადაწყვეტილების დროს ჩვენ ვეყრდნობით მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს და ასევე, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია თუ რას ველოდებით მომავალში და რა რისკებს ვხედავნავთთ.
ამჟამად, გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ საქართველოში ინფლაცია სტაბილურად ნარჩუნდება მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო. აპრილის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის, ეს არის თუ რა დგას ამ მიმდინარე ტენდენციების უკან. დაბალ და სტაბილურ ინფლაციას საქართველოში მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებენ. კერძოდ, ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს და გლობალური ეკონომიკური ტენდენციების საქართველოზე გადმოცემას, მოგეხსენებათ, რომ გლობალურად რისკები საკმაოდ მაღალია და ეკონომიკური გაურკვევლობა მიმდინარე ტენდენციების ფონზე არის საკმაოდ მაღალი. ამ ეტაპზე საქართველოზე გადმოცემის კუთხით სურსათის საერთაშორისო ფასები ზრდის მიმართულებით გადმოგვეცემა, თუმცა ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციაზე. საბოლოო ჯამში, ანუ ამ ტენდენციის პარალელურად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ხედავს ასევე ინფლაციურ რისკებსაც გაურკვევლობის ფონზე და სწორედ ამ რისკების ანალიზიდან გამომდინარე და საპროგნოზო სცენარებიდან ანალიზიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ უმჯობესია გაგრძელდეს ფრთხილი მიდგომა განაკვეთის შემცირების მიმართულებით და ამ ეტაპზე 8%-ზე შევინარჩუნეთ.
თუ დავინახავთ ტენდენციებს, რომ მიუხედავად ინფლაციური რისკებისა, რაც გლობალურად არსებობს, ინფლაცია სტაბილურად, მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო ნარჩუნდება, გვექნება შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გავაგრძელოთ. თუმცა, პირიქით თუ დავინახეთ, რომ ინფლაციური რისკები მწვავეა და ეს რისკები რეალიზდება, შესაძლებელი არის, რომ ეს მიმდინარე მკაცრი პოზიციის შენარჩუნება უფრო დიდხანს გახდეს საჭირო“, - აცხადებს თამთა სოფრომაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.15:28
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 65.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.75% წინა კვირასთან შედარებით და +33.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 60.30 - 65.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.70% წინა კვირასთან შედარებით და +18.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 647 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.05 - 49.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +14.05% წინა კვირასთან შედარებით და +55.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 671 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.46 - 19.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.