მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

ნათია თურნავამ USAID-სა და Mastercard-ს შორის ახალი პარტნიორობის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და Mastercard Europe-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მემორანდუმი საქართველოში ელექტრონული კომერციის გაძლიერების მიზნით  USAID-სა და Mastercard-ს შორის ახალ პარტნიორობას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს და მომხმარებლებს დაეხმარება ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტრონული კომერციის სფეროში გატარებული რეფორმებით. ელექტრონული კომერცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში.

პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესისა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას და ნდობის გაზრდას ელექტრონული ვაჭრობის მიმართ; ასევე განხორციელდება ტექნიკური ექსპერტიზა წამყვან საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მხარდამჭერი ინსტრუმენტის, „გონიერი კონტრაქტების“ შემუშავებას.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას  აღნიშნა, საქართველოს ელექტრონულ კომერციას მომდევნო რამდენიმე წელიწადში ორნიშნა წლიური ზრდის პოტენციალი აქვს.

"ეროვნული ბანკი აქტიურად ავითარებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და ახალი ციფრული ვალუტის შექმნით გეგმავს ხელი შეუწყოს პერსპექტიულ ინოვაციებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-მა წელს CBDC ინიციატივისთვის ჯილდო გადმოგვცა. ძალიან ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას. მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც USAID-თან, ასევე Mastercard-თან. ფასდაუდებელია ეს პარტნიორობა და ველით, მომავალში ხანგრძლივ ნაყოფიერ თანამშრომლობას", - განცხადა ნათია თურნავამ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე

27.03.2026.22:00

ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.

საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა