მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

ნათია თურნავამ BIS-ის ორგანიზებულ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა. 


ბაზელში, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული კონფერენციის მთავარი თემა დიჯიტალიზაციის და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ მსჯელობა იყო. 


პანელური დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ციფრული ფინანსების, ლიკვიდობის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები. იმსჯელეს ცენტრალური ბანკების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.


კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი.


ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა მსგავსი მასშტაბის გლობალურ ფინანსურ დისკუსიებში მნიშვნელოვანია.


საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ეკონომიკური ექსპერტები და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS) წელს რიგით 95-ე შეხვედრას უმასპინძლა. 1930 წელს დაფუძნებული ბანკის სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

30.06.2025.17:04

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1910 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7227 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7227 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028
ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა