მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

ნათია თურნავა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მარაქეშში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლისთან, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორ პოლ ჰილბერსთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან. დაგეგმილია შეხვედრები ფედერალური რეზერვების ბანკის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარ ქლიარსთრიმის მენეჯმენტთან, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების მენეჯმენტთან და საერთაშორისო საგადახდო სისტემების - ვიზა და მასტერკარდის წარმომადგენლებთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მონაწილეობას მიიღებს "Bank of America" მიერ გამართულ ინვესტორთა კონფერენციაში, სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისთვის და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში. 

11-14 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარია

19.08.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1530 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარი  2.6981 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1530 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი  3.1507 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა