ნათია თურნავა მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, სებ-ის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სექტორში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაც ესწრებოდა. ასევე შეფასდა მიკროსაფინანსო სექტორის განვლილი პერიოდის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დაისახა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი სადისკუსიო თემები შეეხებოდა მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომ დახვეწასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. აღინიშნა, რომ მიკროსაფინანსო სექტორის განვითარება არსებითად გააუმჯობესებს ზოგადად ფინანსური სექტორის კონკურენტუნარიანობას. შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
მსგავსი შეხვედრები მიკროსაფინანსო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
სხვა სიახლეები
1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7241 ლარი გახდა
24.10.2025.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1638 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7241 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7241 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7200 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1638 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1522ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.