მთლიანი სესხების ნაშთების ლარიზაცია 55 პროცენტს გაუტოლდა
2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი სესხების ნაშთების ლარიზაცია 55 პროცენტს გაუტოლდა. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაშთებზე ლარიზაციამ 71 პროცენტი შეადგინა. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ნაშთებზე ლარიზაციამ შეადგინა 36.3 პროცენტი.
როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ პუბლიკაციაში „მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები“ არის აღნიშნული, მთლიანი დეპოზიტების ლარიზაცია 48.7 პროცენტს უტოლდება. იურიდიული პირების დეპოზიტების ნაშთებზე ლარიზაცია 73.1 პროცენტს გაუტოლდა.
ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაცია 32.8 პროცენტს შეადგენს. ვადიანი დეპოზიტების ლარიზაცია შეადგენს 55.4 პროცენტს.
მიმდინარე ანგარიშების ლარიზაცია უტოლდება 48.6 პროცენტს უტოლდება. მოთხოვნამდე დეპოზიტების ლარიზაცია 40.2 პროცენტს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
07.11.2025.13:57
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.