მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7051
-0.0021
flag
AZN 1.5858
-0.0003
flag
CNY 37.652
-0.002
flag
EUR 3.1237
-0.0161
flag
GBP 3.6226
-0.0119
flag
KZT 50.01
-0.0044
flag
TRY 0.0657
0
flag
USD 2.6968
-0.0006

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.61% შეადგინა - სებ

news image

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 66.12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 122.33 მილიონი ლარით (0.18%-ით) ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.29%-ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.93% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით (1.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით (1.79%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.79 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.06% -ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.81 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.53%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.44 %-ით ნაკლები).

2025 წლის ივლისის განმავლობაში 0.94% -ით, ანუ 318.69 მილიონი ლარით გაიზარდა
რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 34.21 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.61% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.693 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.42 პროცენტული პუნქტით).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს საკრედიტო ბარათების ბაზარზე VISA ლიდერობს, Mastercard-ის წილი კი მცირდება

27.08.2025.19:00

მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 39%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 13%-ი Mastercard-ზე. ივლისის სტატისტიკით ამ ბაზარზე AMEX-ის წილი 21%-ია. 

ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 761 484 ერთეული შეადგინა.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ივლისის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა  299 481 ერთეულს შეადგენდა, AMEX-ის 156 935 ერთეულს, ხოლო Mastercard-ის 99 642 ერთეულს.

761 484 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2025 წლის ივლისში 2024 წლის ივლისთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 19%-ითაა გაზრდილი, ხოლო Mastercard-ის 6%-ითა შემცირებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში ივნისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 8%-იანი ზრდაა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა