მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

მსხვილი ბანკების დონე დიგიტალიზაციის, კიბერუსაფრთხოების, ეფექტურობის, კაპიტალის მიმართულებით არის საკმაოდ მაღალი - ნათია თურნავა

news image

კონკურენცია ეს არის ჩვენი საზრუნავი, იმიტომ, რომ კონცენტრაცია მაღალია - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საფინანსო სექტორის მდგრადობაში დიდი წილი მსხვილ ბანკებს აქვთ. 

„იმიტომ, რომ არის წამყვანი ბანკები და აქტივების მეტი ნაწილი ამ ბანკებშია კონცენტრირებული. ერთის მხრივ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა მდგრადია და სავალუტო ფონდი ამას ასე აფასებს, აქ არის დიდი წვლილი თვითონ მსხვილი ბანკების. იმიტომ, რომ მათი დონე იგივე დიგიტალიზაციის, კიბერუსაფრთხოების, ეფექტურობის, კაპიტალის არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ შოკებს ვუძლებთ მათ შორის ამ ბანკების დამაკმაყოფილებელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვზედამხედველობთ. აქტივების ხარისხი აქვთ კარგი, ლიკვიდურობა აქვთ მაღალი, თუმცა დანარჩენი საბანკო სისტემაც კარგად ვითარდება, მომგებიანობა იზრდება და რაც მთავარია რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონკურენცია გაძლიერდეს, შეძლებისდაგვარად, რადგანაც მოცემულობაა ახლა რაც ხდება ბაზარზე. პირველ რიგში ბოლო 2 წელიწადში გაიზარდა საბანკო დაწესებულებების რიცხვი. გაიცა 3 ინოვაციური, ციფრული ბანკის ლიცენზია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ექსპერიმენტიც იყო თავის დროზე. იმიტომ, რომ სიახლე იყო ასეთი ტიპის ბანკები. ვისაც ლიცენზიის მიღების შედარებით დაბალი ბარიერი აქვს შედარებით დაბალი კაპიტალი მოეთხოვებათ თავიდან, თუმცა 3 წლის შემდეგ უნდა გარდაიქმნან ჩვეულებრივ ბანკებად. ანუ ეძლევათ საშუალება, რომ გაიზარდონ და ინოვაციური პროდუქტი უნდა შესთავაზონ მოსახლეობას. რა არის ინოვაციური პროდუქტი? როგორც წესი საგადახდო სფეროში ხდება ეს ინოვაცია. ყველა მიმართულებით შეიძლება, მაგრამ უფრო საგადახდო სფეროში და ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა კონკურენციის უკვე მსხვილ ბანკებთან და ჩვენ ვხედავთ, რომ არამხოლოდ ახალი ბანკები არამედ ფინტეკები, რომლებიც არ არიან ბანკები და არიან მაგალითად საგადახდო სისტემების პროვაიდერები, კონკურირებენ. ეს უკვე იწვევს გარკვეულ ძვრებს ბაზარზე. 

ჩვენ ფრთხილები ვართ იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ 100 და 200 ბანკი გვყავდეს, იმიტომ, რომ პატარა ეკონომიკა ვართ. ნებსმიერი ბანკი იღებს ლიცენციას მხოლოდ ძალიან დეტალური გადამოწმების შემდეგ და ასევე იმყოფება ზედამხედველობს ქვეშ და თუ დავინახეთ რაიმე ტენდენციას, რაც არ მოგვწონს შესაბამის ზომებსაც მივიღებთ, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი, ბაზარი მიმზიდველია ინვესტორებისთვის და ახალი საბანკო დაწესებულებების ადგილი არსებობს მიანიშნებს იმაზე, რომ კონკურენციაც განვითარდება. ასევე 2 მიკრობანკი გაჩნდა. მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გარდაიქმნენ მიკრობანკებად და მათაც აქვთ უკვე ეტაპობრივად სესხები შესთავაზონ. ესენი იქნებიან სწორედაც მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში, ამას კანონიც მოითხოვს, და ეს ბუნებრივია მათთვის, რადგანაც ინდმეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებოდნენ როგორც მიკროსაფინანო ორგანიზაციები და ახლა იგივე სეგმენტს, უფრო გაფართოებულად, მეტი რესურსით, მოემსახურებიან როგორც მიკრობანკები. აქედან გამომდინარე 19 საბანკო სუბიექტი გვყავს.  2 მიკრობანკი, 3 ციფრული ბანკი და დანარჩენი ბანკები, ეს ერთი მიმართულებაა, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ არც ერთი დღით მუშაობას, რომ ახალი ინვესტორები მოვიზიდოთ, ახალი მსხვილი დაწესებულებები გაჩნდეს, რომ მაღალ ლიგაში გასწიონ კონკურენცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

07.07.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1871 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7180 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7180 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1871  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2020 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა