მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მიწოდება - ოთარ შარიქაძე „ალმას“ მიერ ობლიგაციების გამოშვებაზე

news image

ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც კაპიტალის ბაზარზე ჩნდება ახალი კომპანია და წარმატებით ათავსებს თავის ობლიგაციებს, - ასე აფასებს სარეკლამო კომპანია „ალმას“ მიერ ობლიგაციების განთავსების ფაქტს თიბისი კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე. მისი თქმით, „ალმას“ შემთხვევაში მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო. 


„მოხარული ვართ, რომ აღვნიშნავთ „ალმას“ პირველი ობლიგაციების გამოშვებას. ეს იყო 40 მლნ-იანი ტრანში, რომელიც უნდა ყოფილიყო ორ ვალუტაში: 30 მლნ დოლარი და 8,5 მლნ ევრო. „ალმასთვის“ ეს პირველი განთავსებაა. ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც კაპიტალის ბაზარზე ჩნდება ახალი კომპანია და წარმატებით ათავსებს თავის ობლიგაციებს. აღსანიშნავია, რომ   ინვესტირების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი წამოვიდა და ეს კიდევ ერთხელ განაპირობებს იმას, რომ „ალმამ“ შემდეგ თვეებში და წლებში გააგრძელოს ემისიების განთავსება მას ინვესტორები დაელოდებიან და იყიდიან მათ ობლიგაციებს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კაპიტალის ბაზარზე წლებია ჩვენ ვხედავთ ქართული კომპანიების გამოსვლას და ალბათ ერთ-ერთი პირველი განთავსებაა წელს, რომელსაც ბაზარზე დებიუტი აქვს. აქედან გამომდინარე, რომ დიდი მომავალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ წლებშიც გააგრძელებს ემისიების განთავსებას“, - ამბობს ოთარ შარიქაძე.

 აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრისმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციებიგამოუშვა

გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სადებიუტოობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა.
კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშდოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორიტრანშის გამოშვება განხორციელდა:
• აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები – 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიურიკუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონისნახევარწლიური გადახდით.
• ევროში დენომინირებული ობლიგაციები – 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონისგანაკვეთით [7.25%], კუპონის ნახევარწლიურიგადახდით.
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით - გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი

05.08.2025.17:40

წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით, - აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი. მისი თქმით, შედეგად 2025 წელს ემისიების მოცულობა მლრდ ლარს მიუახლოვდება, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

„ზოგადად, ემისიები არის ძალიან ტრანზაქციული პროცესი, არ არის ესეთი ზუსტი და წინასწარ გაწერილი. ყოველთვის არის გზაზე გარკვეული შეფერხებები და ეს პროცესის ნაწილია ბუნებრივი და თვითონ ეს მახასიათებელია ამ ბაზრის. მაგრამ კარგი ფაქტორები, რაც გვაქვს და რისთვისაც ჩვენს რეგულატორს, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის მადლობა და ასევე „აწარმოე საქართველოშის“, რომ ის  ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან დაწყებული და პროცესით დამთავრებული  - ის ძირითადი შეფერხებები, რომლებიც  ჩნდება ხოლმე, ძალიან პროაქტიურად და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე და ეს იწვევს იმ ეფექტურობას, რომელიც ქართულ კაპიტალის ბაზრებს დღესდღეობით ახასიათებს, განსაკუთრებით სასესხო კაპიტალის ბაზარს ვგულისხმობ“, - ამბობს გიორგი კუპრაშვილი.

მისივე თქმით, გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობთ ინოვაციების მიმართულებით და თავისი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით გალტ & თაგარტი ერთ-ერთი ლიდერია. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა