მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.1
-0.0003
flag
AZN 1.5913
-0.0003
flag
CNY 37.605
-0.0088
flag
EUR 3.0936
-0.0294
flag
GBP 3.5775
-0.0397
flag
KZT 50.09
0.0028
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7061
-0.0006

მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისია - ოთარ ნადარაია

news image

მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისია, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

ოთარ ნადარაია ამბობს, რომ განაკვეთის 8%-ზე დატოვებას, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს 

„გასათვალისწინებელია, როგორც ეს სებ-ის პრესრელიზშია აღნიშნული, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა, თუმცა მზარდი დინამიკით ხასიათდება. ასევე, გაიზარდა გეოპოლიტიკური რისკები, რაც უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენებს, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარდება“, - აღნიშნავს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი. 

ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ  ახლო აღმოსავლეთში ბოლო დღეებში განვითარებული საომარი მოქმედებების მიუხედავად, სებ-ი დიდი ალბათობით განაკვეთს მაინც უცვლელად შეინარჩუნებდა

„როგორც ყოველთვის გასათვალისწინებელია საერთაშორისო მასშტაბით რა განაკვეთებია, იგივე აშშ-ში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა მაღალია.  ამავდროულად ლარის კურსის კუთხით ამ ეტაპზე ზეწოლა ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, სებ-ი რეკორდული რაოდენობის დოლარის შესყიდვებს ახორციელებს. ანუ ისტორიულად ასეთი ეპიზოდები განაკვეთის დაწევასთან ასოცირდებოდა, თუმცა დღეს კონტრარგუმენტები ბევრია და შესაბამისად შენარჩუნება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო“, - აცხადებს ნადარაია. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

31.07.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0936 გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის
2.7061 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7061 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7067 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0936  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა