მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

მოლოდინები ფინანსურ ბაზრებზე გაუმჯობესებულია - ანა ნაჭყებია

news image

საქართველოს საპენსიო ფონდის პორტფელმა 2026 წელი პოზიტიური დინამიკით დაიწყო, აქციების ბაზრებზე გაუმჯობესებული მოლოდინების ფონზე ფონდი ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს, ხოლო 2025 წელს მიღებულმა დაახლოებით 1.4 მლრდ ლარის კონტრიბუციებმა და 800 მლნ ლარის მოგებამ აქტივების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა  ანა ნაჭყებიამ განაცხადა ფონდი 2026 წელსაც ძლიერი კონტრიბუციების მოლოდინშია.


„ჩვენთვის 2026 წელიც საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. გვქონდა დინამიკური პორტფელი წელსაც, ორი თვის მონაცემებითაც ინარჩუნებს ლიდერობას და ამას აქციების ბაზარი უწყობს პირველ რიგში ხელს. აქციების ბაზარზე ზოგადად ბევრი საუბარი იყო რომ რამდენად იყო ეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიების ფასები ადეკვატური, ხომ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ კრიზისს ამერიკაში, ევროპაში, თუმცა ამ ეტაპზე მოლოდინები ზოგადად ფინანსურ ბაზრებზე გაუმჯობესებულია, ეს შიში რეცესიის აღარ არის და მოლოდინი აქციების ბაზრების მიმართ საკმაოდ სტაბილური და პოზიტიურია. თუმცა არ გამორიცხავს ეს ვოლატილობას წლის განმავლობაში, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ხოლმე. რაც შეეხება საქართველოში, ჩვენ საკმაოდ მაღალი ტემპით ვიზრდებით, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ აქტივობასთან. 


მაგალითად, მხოლოდ 2025 წელს ერთის მხრივ 800 მილიონი ლარის მოგება დავწერეთ, თუმცა მეორეს მხრივ დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარის კონტრიბუციები მივიღეთ მონაწილეებისგან. ეს რიცხვი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი წინა წლის მონაცემთან შედარებით, რაც ნიშნავს რომ იმ კომპანიების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც ჩვენთან კონტრიბუციებს აკეთებდნენ ან მათი ხელფასი გაიზარდა და ხელფასების ზრდის მიმართულებითაც პოზიტიური ტენდენცია გვქონდა, ან თვითონ რაოდენობა გაიზარდა იმ კომპანიების რომლებიც ჩვენი სქემის წევრი გახდნენ და  ამან პირდაპირ გავლენა იქონია ჩვენი აქტივების მოცულობაზე. 


2026 წელსაც მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური გვაქვს და ჩვენ კონტრიბუციების ჭრილშიც ველოდებით რომ კიდევ ერთი საკმაოდ ძლიერი წელი გვექნება, რაც ნიშნავს რომ უნდა გავაქტიურდეთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების მიმართულებით და აქაც ვმუშაობთ ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებთან, როგორც ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ვმუშაობთ დივერსიფიკაციის პროდუქტებზე რათა შევძლოთ კიდევ უფრო საინტერესო, უსაფრთხო აქტივებში ინვესტიცია განვახორციელოთ“, - განაცხადა საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 2026 წლის საინვესტიციო ფოკუსი: ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიები

11.03.2026.10:00

FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

საგულისხმოა, რომ Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.

რა არის FTSE 100?

FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.

ინდექსში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: AstraZeneca, HSBC, Shell, Unilever, Rolls-Royce, British American Tobacco, Rio Tinto, GSK, BP, Barclays, Burberry Group.  FTSE 100-ის ყველა კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა